ხასკოვოს ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხასკოვოს ოლქი (ბულგ. Област Хасково) — ოლქი სამხრეთ ბულგარეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება საბერძნეთი და თურქეთი. ოლქის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 5,543 კმ², ხოლო მოსახლეობა 279,067 ადამიანს. აქ მიედინება მდინარე მარიცა. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხასკოვო.