![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/Armenian_Flag_Khachen.png/640px-Armenian_Flag_Khachen.png&w=640&q=50)
ხაჩენის სამთავრო
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაჩენის სამთავრო (სომხ. Խաչենի իշխանություն) — შუა საუკუნეების სომხური სამთავრო არცახში (დღევანდელ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე)[1][2][3][4][5][6][7][8]. ანტიკურ ხანაში არცახი და უტიკი სომხეთის სამეფოს ნაწილი იყო, მაგრამ შუა საუკუნეებში მასზე კონტროლი საქართველოს და ალბანეთის სამეფოებსაც ჰქონდათ[9]. XII საუკუნიდან მოყოლებული სომხური ხაჩენის სამთავრო მართავდა რეგიონს[9]. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII მიმართვდა წერილებში „ხაჩენის პრინცს, სომხეთში“[10].
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ხაჩენის სამთავრო Խաչենի իշխանություն | |||||
| |||||
ხაჩენის სამთავროს დროშა | |||||
დედაქალაქი | ხაჩენი, ათერკი, ვაიკუნიკი | ||||
ენები | სომხური | ||||
რელიგია | სომხეთის სამოციქულო ეკლესია | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | 1261 | |||
- | გაუქმდა | 1750 | |||
არაბი მოგზაურის, აბუ დულაფის ჩანაწერების მიხედვით, ხაჩენი იყო სომხური სამთავრო სამხრეთ ბარდას ტერიტორიაზე[11]. 1214 წელს ჰასან ჯალალიანის დინასტია მართავდა ხაჩენს და არცახს[12][13][14]. 1216 წელს ჯალალიანებმა დააარსეს განძასარის მონასტერი, რომელიც გახდა კათოლიკოსის მუდმივი რეზიდენცია ქალაქის გამუსლიმებამდე[9]. ხამსას სამთავროებმა მხარი დაუჭირეს სომხურ ავტონომიებს ოსმალეთ-სპარსეთის ომში. 1603 წელს სპარსელებმა შექმნეს პროტექტორატი კამსაში და ხელი შეუწყეს ადგილობრივ სახანოს 1750 წელს[9].