ქალაქი უკრაინაში From Wikipedia, the free encyclopedia
ხერსონი (უკრ. Херсон) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი. ხერსონში განთავსებულია დნეპრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი, ასევე მთავარი გემთმშენებელი საწარმო. 2020 წლის 17 ივლისიდან ქალაქი არის ხერსონის რაიონის ცენტრი და განთავსებულია ხერსონის თემის ადმინისტრაცია.[2] წარმოადგენს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის (მიკოლაივი-სნიჰურივკა-ჯანკოი) ნაწილს. დედაქალაქ კიევიდან სარკინიგზო ხაზით დაშორებულია 648 კილომეტრით.
ქალაქი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ხერსონი უკრ. Херсон | ||||||
(ზემოდან-ქვემოთ და მარცხნიდან-მარჯვნივ):
| ||||||
| ||||||
ქვეყანა | უკრაინა | |||||
ოლქი | ხერსონის ოლქი | |||||
კოორდინატები | 46°38′33″ ჩ. გ. 32°37′30″ ა. გ. | |||||
მმართველი | იჰორ კოლიხაევი | |||||
დაარსდა | 1778 | |||||
ფართობი | 68.7 კმ² | |||||
ცენტრის სიმაღლე | 25 მეტრი | |||||
მოსახლეობა | 279 131 (1 იანვარი, 2022)[1] | |||||
სიმჭიდროვე | 2,651 კაცი/კმ² | |||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, UTC+3 და აღმოსავლეთ ევროპული დრო | |||||
სატელეფონო კოდი | 552 | |||||
საფოსტო ინდექსი | 73000 | |||||
საავტომობილო კოდი | BT და НТ / 22 | |||||
ოფიციალური საიტი | http://www.city.kherson.ua/ | |||||
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე ქალაქი რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.[3] რუსეთის ძალების მიერ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შემდეგ, 2022 წლის 11 თებერვალს ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდა.[4] პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით ხერსონს უკრაინის გმირი-ქალაქის წოდება მიენიჭა.[5][6]
2021 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა 283 649 კაცს შეადგენდა, რომელთა უდიდესი ნაწილი ეთნიკური უკრაინელია.[7] უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ოკუპანტების შეჭრის შემდეგ მოსახლეობის 45%-მა ქალაქი დატოვა.[8]
სიტყვა ხერსონესი ბერძნულად ნახევარკუნძულს ნიშნავს. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო აქ ძვ. წ. V საუკუნეში დაარსდა დორიული ქალაქ ჰერაკლეადან გადმოსახლებული კოლონისტების მიერ. ის ერთადერთი დორიული კოლონია იყო შავი ზღვის სანაპიროზე. იგი შევიდა მითრიდატე ევპატორის მფარველობაში, როდესაც მან ბოსფორის სამეფო დააარსა, შემდეგ კი აქ ბატონობდნენ რომაელები. ბიზანტიის ბატონობის ეპოქაში ხერსონი იქცა იმპერატორის მიერ გადასახლებულთა თავშესაფრად. ასეთი იყო მარტინ I, იუსტინიანე II.
2001 წლის აღწერით, ხერსონში ცხოვრობს შემდეგი ეთნიკური ჯგუფები:
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1790 | 24 000 |
1926 | 58 000 |
1939 | 97 000 |
1959 | 158 000 |
1981 | 361 000 |
2004 | 354 000 |
2007 | 329 000 |
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ხერსონში მშრალი კონტინენტური კლიმატია.[9]
ჰავის მონაცემები — ხერსონი (1991–2020, ექსტრემალური პერიოდები 1955–დან) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 15.2 | 18.6 | 22.7 | 32.0 | 37.7 | 39.5 | 40.5 | 40.7 | 36.4 | 32.0 | 21.8 | 17.2 | 40.7 |
საშუალო მაღალი °C | 1.4 | 3.1 | 8.8 | 16.5 | 22.9 | 27.5 | 30.3 | 30.1 | 23.7 | 16.1 | 8.4 | 3.3 | 16.0 |
საშუალო დღიური °C | −1.6 | −0.6 | 4.1 | 10.6 | 16.7 | 21.2 | 23.8 | 23.3 | 17.5 | 10.9 | 4.7 | 0.4 | 10.9 |
საშუალო დაბალი °C | −4.4 | −3.8 | 0.0 | 5.0 | 10.6 | 15.3 | 17.5 | 16.7 | 11.8 | 6.3 | 1.6 | −2.2 | 6.2 |
რეკორდულად დაბალი °C | −26.3 | −24.4 | −20.2 | −7.9 | −1.5 | 5.5 | 9.2 | 6.6 | −5.0 | −7.6 | −16.2 | −22.2 | −26.3 |
საშუალო ნალექი (მმ) | 33 | 28 | 30 | 32 | 43 | 59 | 44 | 29 | 38 | 36 | 34 | 38 | 444 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 9 | 7 | 9 | 12 | 11 | 11 | 9 | 6 | 9 | 9 | 12 | 10 | 114 |
თოვლიანი დღეები საშუალოდ | 11 | 10 | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0.3 | 4 | 8 | 39 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 85.5 | 82.1 | 77.1 | 68.5 | 64.8 | 65.3 | 62.1 | 60.7 | 68.4 | 76.4 | 84.9 | 86.8 | 73.6 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 63.7 | 82.7 | 134.2 | 193.3 | 275.8 | 294.7 | 318.5 | 301.5 | 228.4 | 153.8 | 77.6 | 50.1 | 2 174,3 |
წყარო 1: Pogoda.ru.net[10] | |||||||||||||
წყარო 2: მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (ნალექები და მზე 1981–2010)[11] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.