From Wikipedia, the free encyclopedia
ხოვლე — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდებარეობს მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 26 კილომეტრით. გრაკლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7კმ-ზე.
სოფელი | |
---|---|
ხოვლე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხოვლე |
კოორდინატები | 41°53′38″ ჩ. გ. 44°14′30″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1449[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,8 % ოსები 0,8 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი. გოგირდოვანი მინერალური წყლის ბაზაზე მოქმედებს სააბაზანო.
ისტორიული დოკუმენტის თანახმად, 1258 წელს ჰასან სუმბატისძემ (იხ. სუმბათაშვილები) მეჭურჭლეთუხუცეს და ერისთავთ-ერისთავ კახა თორელს მიჰყიდა სოფელი ხოვლე, რომელიც კახა თორელმა რკონის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა.[3]
სოფელში და მის მიდამოებში მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა. 1863 წელს გლეხები რამდენიმეჯერ გამოვიდნენ მემამულეების წინააღმდეგ. მემამულე ვეზირიშვილმა გლეხებს ფულადი გადასახადი გაუდიდა. აღელვებულმა გლეხობამ საჩივრით მიმართა კავკასიის მეფისნაცვალს, მაგრამ მმართველობის ორგანოებმა მემამულის ინტერესები დაიცვა. სოფელში ჩააყენა ეგზეკუცია. მემამულის ბრძანებით კაზაკებმა დაარბიეს სოფელი. გლეხები ტყეში გაიხიზნენ. გლეხთა წინააღმდეგობა დაძლეული იქნა 1863 წლის 13 აგვისტოს. მეფისნაცვლის განკარგულებით ეგზეკუცია მოიხსნა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში აქ დაარსდა პირველი სოფლის სკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღვთო რჯულსა და ხელსაქმეს. 1864 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით სკოლა გადაკეთდა ოთხწლიან სასწავლებლად. 1868 წლის სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას ახალი პროგრამით. სწავლება ქართულ ენაზე წარმოებდა. სკოლა სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ნ. თარხნიშვილი, გრ. კავსაძე, ი. ციციშვილი, ი. ცხვედაძე, ი. ჭიჭინაძე, ზ. ჯავახიშვილი, ქ. ჯავახიშვილი და სხვა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1449 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.