From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ კლარკ მაქსველი (დ. 13 ივნისი 1831 — გ. 5 ნოემბერი 1879) — შოტლანდიელი[26][27] მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობდა მათემატიკური ფიზიკის დარგში.[28] მისი მთავარი მიღწევა იყო განტოლებების შექმნა, რომელთა საშუალებითაც აჩვენა, რომ ელექტრობა, მაგნეტიზმი და ოპტიკა ემორჩილებიან ერთ ფენომენს, რომელსაც ელექტრომაგნიტური ველი უწოდა.
მაქსველი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც ედინბურგის სამეფო საზოგადოების წინაშე გეომეტრიის შესახებ დაწერილი მისი ნაშრომის წარდგენა სთხოვეს, 24 წლისა კი აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ათი წლის შემდეგ სამსახურს თავი დაანება და მაგნეტიზმისა და ელექტრობის შესახებ თეორიების შესაქმნელადაც მოიცალა. 40 წლის მაქსველი კემბრიჯში ექსპერიმენტული ფიზიკის პირველ პროფესორად მიიწვიეს.
რამდენიმე წლით ადრე, მაიკლ ფარადეი ძალწირის მქონე მაგნიტებსა და ელექტრულ ნაკადებზე საუბრობდა და ისინი გამოსახულიც ჰქონდა. მაქსველს ეს სმენოდა და მათ განსამარტავად თეორიაც შეიმუშავა. მან ივარაუდა, რომ თუ მაგნიტი წინ და უკან იმოძრავებდა, ტალღებს წარმოქმნიდა, რომლებიც ფარადეის მიერ ნახსენები ძალწირის მიმართულებას გაჰყვებოდნენ.
ამის შემდეგ მაქსველმა გასაოცარი დასკვნა გააკეთა: სინათლე, სინამდვილეში ძალწირის გასწვრივ გავრცელებული უდიდესი სიჩქარის ტალღებია. ამ ტალღებს მან ელექტრომაგნიტური ტალღები დაარქვა და თავისი აზრის სისწორეც დაამტკიცა. მისი გამოთვლების თანახმად, არსებობდა სხვა სახის, სინათლის ტალღაზე უფრო გრძელი და მოკლე ელექტრომაგნიტური ტალღებიც. მაქსველის სიცოცხლეში მათი აღმოჩენა არ მოხერხდა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ რადიოტალღები, ინფრაწითელე სხივები, ულტრაიისფერი სხივები, რენტგენის სხივები და გამა-სხივები ელექტრომაგნიტური ტალღების ოჯახს მიეკუთვნება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.