From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (ინგლ. James Fenimore Cooper; დ. 15 სექტემბერი, 1789 – გ. 14 სექტემბერი, 1851) — ადრეული XIX საუკუნის პოპულარული მწერალი. მისმა ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკის ადრეულ ეტაპებზე ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა.[21] ყველაზე უკეთ ის ცნობილია როგორც რომანისტი, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი | |
---|---|
ინგლ. James Fenimore Cooper | |
დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1789[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | ბერლინგტონი[15] |
გარდაცვალების თარიღი | 14 სექტემბერი, 1851[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კუპერსტაუნი[16] |
დასაფლავებულია | Christ Churchyard[17] |
საქმიანობა | მწერალი[18] [13] [19] , ოფიცერი, რომანისტი, საბავშვო მწერალი და ბიოგრაფი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[15] |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი |
ჟანრი | სათავგადასავლო ლიტერატურა და non-fiction |
Magnum opus | უკანასკნელი მოჰიკანი |
მეუღლე | Susan Augusta Delancey |
შვილ(ებ)ი | სუზან ფენიმორ კუპერი, Paul Fenimore Cooper[20] და Charlotte Fenimore Cooper |
ხელმოწერა | |
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში დაიბადა უილიამ და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში. მამამისი აშშ-ის კონგრესის წევრი იყო. ჯეიმზის დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი ნიუ-იორკის შტატში, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელ კუპერსტაუნში გადავიდა.
13 წლის ასაკში, კუპერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ხარისხი ვერ მიიღო, რადგან უნივერსიტეტიდან ის ცელქობის გამო გარიცხეს — სხვა სტუდენტს კარი ჩამოუგდო,[22] ასევე მაიმუნს წვრთნიდა რომ პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლა.[23] ამის შემდეგ, ჯეიმზმა სავაჭრო გემზე მეზღვაურად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ასაკში კი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუერთდა. 1811 წელს, მან გემის გარდემარინის სტატუსი მიიღო, რაც ნაბეჭდ ქაღალდზე თომას ჯეფერსონის ხელმოწერით იყო დადასტურებული.[21][24]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.