ჯიბუტი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიბუტი (არაბ. جيبوتي, სომალი: Magaalada Jabuuti, ფრანგ. Ville de Djibouti) — ჯიბუტის რესპუბლიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, უდიდესი დასახლება ტაჯურის ყურეზე. გაშენებულია ნახევარკუნძულზე, რომელიც ტაჯურის ყურეს ადენის ყურისგან გამოყოფს. ფართობი — 200 კმ². მოსახლეობა — 475 332 ადამიანი[1][2][3] (2009 წელი). იგი ქვეყნის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია სხვა დანარჩენ 5 რეგიონთან ერთად.
სწრაფი ფაქტები დედაქალაქი, ქვეყანა ...
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ჯიბუტი ფრანგ. Ville de Djibouti არაბ. جيبوتي | |||
| |||
ქვეყანა | ჯიბუტი | ||
კოორდინატები | 11°36′00″ ჩ. გ. 43°10′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1888 | ||
ფართობი | 200 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0 მ | ||
მოსახლეობა | 475 332 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 2376,66 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
დახურვა
მდებარეობის გამო ის ცნობილია როგორც „ტაჯურის ყურის მარგალიტი“. ქალაქ ჯიბუტის ეკონომიკა მეორე, ყველაზე მსხვილ ეკონომიკას წარმოადგენს სომალის ნახევარკუნძულზე ადის-აბებას შემდეგ.