From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოან ჩენდოს ბაეზი (ინგლ. Joan Chandos Baez (/baɪz/;[1] 9 იანვარი, 1941, სტეიტენ-აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და აქტივისტი.[2] ბაეზმა თავისი 59 წლიანი კარიერის განმავლობაში გამოსცა 30 ალბომი. ესპანური და ინგლისური ენის გარდა, ჩაწერილი აქვს სიმღერები სულ მცირე 6 ენაზე. ის ითვლება ფოლკ მომღერლად, თუმცა მისი მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკ-როკს, პოპ-მუსიკასა და ქანთრის, ასევე გოსპელსაც.
ჯოან ბაეზი | |
---|---|
ჯოან ბაეზი 1961 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 9 იანვარი, 1941 |
დაბ. ადგილი | სტეიტენ-აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 1958-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | joanbaez.com |
ჯოან ბაეზი ვიკისაწყობში |
მიუხედავად იმისა, რომ ბაეზი სიმღერების ავტორია, იგი ინტერპრეტაციას უკეთებს სხვა კომპოზიტორთა ნაშრომებს, მათ შორისაა: ბობ დილანი, The Allman Brothers Band, The Beatles, ჯექსონ ბრაუნი, ლეონარდ კოენი, ვუდი გათრი, ვიოლეტა პარა, The Rolling Stones, პიტ სიგერი, პოლ საიმონი და სტივი უანდერი.
კარიერა დაიწყო 1960 წელს და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მისმა პირველმა სამ ალბომმა Joan Baez, Joan Baez, Vol. 2 და Joan Baez in Concert მიიღო ქოროს ჩანაწერის სტატუსი.[3]
მის განთქმულ ნაწარმოებთა სიაშია „Diamonds & Rust“ და ფილ ოუკსის „There but for Fortune“ და ჯგუფ The Band-ის „The Night They Drove Old Dixie Down-ის ქავერ ვერსიები. ასევე „Farewell, Angelina“, „Love Is Just a Four-Letter Word“, „Forever Young“,„Joe Hill“, „Sweet Sir Galahad“ და „We Shall Overcome“. ბაეზმა წარმოადგინა 14 სიმღერა 1969 წლის ვუდსტოკის ფესტივალზე.
2017 წლის 7 აპრილს ჯოან ბაეზი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.