ჯონ ლოკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ლოკი (ინგლ. John Locke; დ. 29 აგვისტო, 1632 — გ. 28 ოქტომბერი, 1704) — ინგლისელი მოაზროვნე, რომლის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული განმანათლებლობასთან. ხშირად მას ლიბერალიზმის ფუძემდებლადაც მიიჩნევენ.[23][24][25] მისი ნაშრომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი დროის ევროპული ცოდნის თეორიის, მეორე მხრივ კი — ლიბერალური პოლიტიკური მოძღვრების განვითარებისთვის. ამ უკანასკნელ თემაზე ლოკის ძირითადი იდეები ჩამოყალიბებულია „მთავრობის ორ ტრაქტატში“, განსაკუთრებით კი მის მეორე ნაწილში. ლოკი პირველ ბრიტანელ ემპირიცისტად ითვლება, იგი ასევე ცნობილია, როგორც სოციალური კონტრაქტის თეორიის შემქმნელი. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანად იმოქმედეს ეპისტემოლოგიისა და პოლიტიკური თეორიის განვითარებაზე. მან აგრეთვე გავლენა იქონია ვოლტერსა და ჟან-ჟაკ რუსოზე, შოტლანდიელ განმანათლებლებსა და ამერიკელ რევოლუციონერებზე. მან ეფექტი მოახდინა რესპუბლიკანიზმსა და ლიბერალურ თეორიაზე, რაც აისახა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.[26]
ჯონ ლოკი | |
---|---|
ინგლ. John Locke | |
დაბ. თარიღი | 29 აგვისტო, 1632(1632-08-29)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბ. ადგილი | Wrington, სომერსეტი[8] [9] |
გარდ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1704(1704-10-28)[14] [1] [9] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | High Laver |
დასაფლავებულია | High Laver[5] |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო[15] [16] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[2] [17] [18] [10] [19] , პოლიტიკოსი[10] , ექიმი[18] [10] , მწერალი[10] [20] , მეცნიერი[21] და philosopher of law |
მუშაობის ადგილი | ოქსფორდის უნივერსიტეტი, Anthony Ashley Cooper, 1st Earl of Shaftesbury და Caleb Banks |
ალმა-მატერი | კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი და უესტმინსტერის სკოლა |
მეუღლე | |
მამა | John Locke[22] |
დედა | Agnes Keene[22] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
ხელმოწერა | |
ლოკის გონების თეორია ხშირად მიიჩნევა „იდენტობისა“ და „პიროვნების“ თანამედროვე კონცეფციების საფუძვლად. ეს თეორია თვალნათლად ფიგურირებს შედარებით გვიანდელი ფილოსოფოსების, ჟან-ჟაკ რუსოს, დეივიდ იუმისა და იმანუელ კანტის, ნაშრომებში. ლოკი იყო პირველი მოაზროვნე, რომელმაც „პიროვნება“ განმარტა ცნობიერების უწყვეტობის მეშვეობით. მან პოსტულატად მიიჩნია, რომ დაბადებისას გონება წარმოადგენს ცარიელ ფიქალს, ან „სუფთა დაფას“. აქამდე არსებულ კონცეპტებზე დაყრდნობილი კარტეზიული ფილოსოფოსების საწინააღმდეგოდ, ის ფიქრობდა, რომ ჩვენ დავიბადეთ თანდაყოლილი იდეების გარეშე და ჩვენი ცოდნა უფრო დამყარებულია მიღებულ გამოცდილებისგან, რომელიც გამომდინარეობს გრძნობების აღქმისგან, „ემპირიზმისგან“.[27] მეცნიერების იდეოლოგიის წარმოჩენის დროს თავის დაკვირვებებში, რომლის მიხედვითაც რამე განმეორებით უნდა შემოწმდეს და არაფერი უნდა გათავისუფლდეს უარყოფისგან, ლოკმა თქვა, რომ „რასაც არ უნდა ვწერდე, როგორც კი მივხვდები, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ჩემი ხელი იქნება ყველაზე სწრაფი რამ, რაც ამ ნაწერს ცეცხლში ჩააგდებს”. სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენს ლოკის შეხედულება ემპირიზმის შესახებ. სხვა ფილოსოფოსთა ნაშრომებით წახალისებულმა, ლოკმა შეიმუშავა ინტროსპექციის მეთოდი, ე.ი. საკუთარი ემოციისა და ქცევის დაკვირვება.[28]