ჯონა ლომუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონა ტალი ლომუ (ინგლ. Jonah Tali Lomu) (დამსახურების ორდენის კავალერი) (დ. 12 მაისი, 1975 — გ. 18 ნოემბერი, 2015) — ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე 1994–2002 წლებში.[5] ის იყო ოლ ბლექის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, როდესაც 19 წლის და 54 დღისამ 1994 წელს ნაკრებში თავისი პირველი თამაში ჩაატარა. კარიერის განმავლობაში მან მოაგროვა 63 სანაკრებო კეპი და გაიტანა 37 ლელო. ის მიიჩნევა რაგბის პირველ საერთაშორისო ვარსკვლავად[6] და მოთამაშედ რომელმაც რაგბის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.[7] ლომუ რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში 2007 წლის 9 ოქტომბერს შეიყვანეს,[8] ხოლო მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზში 2011 წლის 24 ოქტომბერს.[9]
ჯონა ლომუ | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 12 მაისი, 1975(1975-05-12)[1] [2] |
დაბადების ადგილი | ოკლენდი |
გარდაცვალების თარიღი | 18 ნოემბერი, 2015(2015-11-18)[3] [4] [1] [2] (40 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ოკლენდი |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
პოზიცია | ფრთა |
ეროვნული ნაკრები | |
ოფიციალური საიტი | |
საიტი | jonahlomu.com |
Jonah Lomu ვიკისაწყობში |
მან ახალი ზელანდიის სუპერ რაგბის შვიდ კლუბში ითამაშა. თირკმლის გადანერგვის შემდეგ ის რაგბიში 2004 წელს დაბრუნდა, ხოლო პროფესიულ რაგბის საბოლოოდ თავი 2007 წელს დაანება. ის 2015 წლის 18 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა.[10]