ჯორჯა მელონი
იტალიელი პოლიტიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
იხილეთ ჯორჯა მელონი (დ. 15 იანვარი, 1977) — იტალიელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი[1][2] 2022 წლის 22 ოქტომბრიდან. იტალიის დეპუტატთა პალატის წევრი 2006 წლიდან. 2014 წლიდან პარტია იტალიელი ძმების ლიდერი და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიის ლიდერი 2020 წლიდან.
ჯორჯა მელონი | |
იტალიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 ოქტომბერი, 2022 |
პრეზიდენტი | სერჯო მატარელა |
წინამორბედი | მარიო დრაგი |
პარტია იტალიელი ძმების პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მარტი, 2014 – დღემდე | |
წინამორბედი | იგნასიო ლა რუსა |
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი, 2020 – დღემდე | |
წინამორბედი | იან ზაჰრადილი |
ახალგაზრდობის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 მაისი, 2008 – 16 ნოემბერი, 2011 | |
პრემიერ-მინისტრი | სილვიო ბერლუსკონი |
წინამორბედი | ჯიოვანა მელანდრი |
მემკვიდრე | ანდრეა რიკარდი |
დაბადებული | 15 იანვარი, 1977 (1977-01-15) (47 წლის) რომი, იტალია |
პოლიტიკური პარტია | იტალიელი ძმები |
მეუღლე | ანდრეა ჯანბრუნო |
შვილები | 1 |
ხელმოწერა |
1992 წელს მელონი შეუერთდა ახალგაზრდულ ფრონტს, იტალიის სოციალური მოძრაობის (MSI) ახალგაზრდულ ფრთას, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიას ნეოფაშისტური ფესვებით. მოგვიანებით იგი გახდა ეროვნული ალიანსის (AN), MSI-ის კანონიერი მემკვიდრის, სტუდენტური მოძრაობის „სტუდენტური მოქმედების“ ლიდერი. 1998-2002 წლებში ეკავა არჩევითი თანამდებობა რომის პროვინციაში. 2008-2011 წლებში სილვიო ბერლუსკონის მეოთხე კაბინეტში ეკავა ახალგაზდობის მინისტრის თანამდებობა. 2012 წელს გახდა პარტია იტალიელი ძმების თანა-დამფუძნებელი, ხოლო 2014 წელს გახდა პარტიის პრეზიდენტი. მან მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში იტალიაში, ხოლო 2016 წლის რომის მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც მერის კანდიდატი. იგი ორივე არჩევნებში დამარცხდა. 2018 წლის არჩევნების შემდეგ იგი ოპოზიციის ხელმძღვანელია, რამაც საშუალება მისცა იტალიელ ძმებს გაეზარდა პოპულარობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, განსაკუთრებით დრაგის კაბინეტის დროს, რომელშიც აღნიშნული პარტია ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო. მელონის პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო 2022 წლის იტალიის საყოველთაო არჩევნებში.
მელონი არის მემარჯვენე პოპულისტი და იტალიელი ნაციონალისტი, მისი პოლიტიკური პოზიციები აღწერილია, როგორც ულტრამემარჯვენე, თუმცა იგი უარყოფს ამ იარლიყს. მელონი ეწინააღმდეგება აბორტს, ევთანაზიას და პარტნიორობას, ქორწინებას და ერთსქესიანი წყვილების მშობლების მიერ შვილების აღზრდას და ამტკიცებს, რომ ოჯახებს უნდა ხელმძღვანელობდეს ქალი და მამაკაცი. მელონს მიიჩნევენ არაევროპელი მიგრანტების მიღებისა და მულტიკულტურალიზმის მოწინააღმდეგედ, მას ბრალი დასდეს ქსენოფობიასა და ისლამოფობიაში. ნატოს მხარდამჭერია, ინარჩუნებს ევროსკეპტიკურ შეხედულებებს ევროკავშირთან დაკავშირებით და 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების მომხრე, რაც მან უარყო და პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინაში იარაღის გაგზავნას. მან გამოთქვა რამდენიმე საკამათო შეხედულება. მაგალითად, 1996 წელს შეაქო იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი. 2020 წელს კი ნაცისტებთან კოლაბორაციაში მყოფი, იტალიის სოციალური მოძრაობის დამფუძნებელი ჯორჯო ალმირანტე.