ჰალიკარნასის ალყა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰალიკარნასის ალყა — დაპირისპირება ალექსანდრე დიდსა და აქემენიდური სპარსეთის არმიას შორის, რომელსაც დაქირავებული ბერძენი მემნონ როდოსელი მეთაურობდა, რომელიც ძვ. წ. 334 წლის აგვისტოს გაიმართა. ჰალიკარნასი მეორე ქალაქი იყო მცირე აზიაში, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია მაკედონელებს, მილეტის შემდეგ. სამხედრო მოქმედებები ჰალიკარნასის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ მინდუსისთვის ბრძოლით დაიწყო, თუმცა ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება. ამას მოჰყვა რამდენიმე დაპირისპირება ქალაქის კედლებთან მაკედონელებსა და სპარსელებს შორის. ასეთ ბოლო ბრძოლაში მილასას კედელთან, როდესაც ათენელმა ეფიალტემ თავისი ხალხით იერიში მიიტანა მაკედონელებზე, ალექსანდრე კინაღამ დამარცხდა კიდეც რეზერვში მყოფ ვეტერან მეომრებს, რომ არ ემძლავრათ. შვიდთვიანი ალყის შემდეგ მემნონმა ქალაქი ზღვით დატოვა არმიის უდიდესი ნაწილით, კარიის სპარსელი სატრაპი ორონტობატესი კი ციტადელებში გამაგრდა, სადაც ალყის შემდეგ დაახლოებით 1 წელი კვლავ ახერხებდა გამაგრებას.
ჰალიკარნასის ალყა | |||
---|---|---|---|
ალექსანდრეს სპარსეთის კამპანიის ნაწილი | |||
ალყის ამსახველი რუკა | |||
თარიღი | აგვისტო,[1] ძვ. წ. 334 | ||
მდებარეობა | ჰალიკარნასი (ახლანდელი ბოდრუმი) | ||
შედეგი | მაკედონელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ჰალიკარნასის ალყა ვიკისაწყობში |
ალყამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრეს კარიის ყოფილი სატრაპი, ადა ეწვია, ალინდას სიმაგრე გადასცა და თავის შვილად გამოაცხადა, რითიც მაკედონელმა მოსახლეობის კეთილგანწყობა მოიპოვა. ჰალიკარნასი პირველი ადგილი იყო, სადაც ალექსანდრემ გამგებლად მაკედონელ მეთაურთან ერთად ადგილობრივი სატრაპიც დატოვა.