ამერიკელი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ჰარლან ელისონი (ინგლ. Harlan Jay Ellison; დ. 27 მაისი, 1934 — გ. 28 ივნისი, 2018) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღის მიმდინარეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.[15]
ჰარლან ელისონი | |
---|---|
ინგლ. Harlan Jay Ellison | |
დაბადების თარიღი | 27 მაისი, 1934[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | კლივლენდი, ოჰაიო[4] |
გარდაცვალების თარიღი | 28 ივნისი, 2018[10] [5] [2] [11] (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია[4] |
ფსევდონიმი | Cheech Beldone[12] და Phil Beldone[12] |
საქმიანობა | სცენარისტი, რომანისტი, მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ჟურნალისტი[13] , კინოკრიტიკოსი და რედაქტორი[12] |
ეროვნება | ამერიკელი ებრაელები[4] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი |
Magnum opus | Dangerous Visions, ბიჭი და მისი ძაღლი, მინდა ვიკივლო, და პირი არ მაქვს, მოინანიე, არლეკინ! — თქვა წიკწიკამ, Again, Dangerous Visions, The Last Dangerous Visions, Life Hutch და Harlan Ellison's Watching |
ჯილდოები |
|
მეუღლე | ლორი პატრიკი[14] , ლორი ჰორვიცი[14] , სიუზან ელისონი[14] [4] , უცნობი და უცნობი |
შვილ(ებ)ი | [14] |
საიტი | harlanellison.com |
ელისონი დაიბადა ებრაულ ოჯახში 1934 წლის 27 მაისს,[16] კლივლენდში, ოჰაიოს შტატში.[17] მოგვიანებით ოჯახი გადავიდა პენსილვანიაში, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ 1949 წელს ოჯახი კვლავ კლივლენდში დაბრუნდა. 1953 წელს ელისონი გარიცხული იქნა ოჰაიოს უნივერსიტეტიდან პროფესორის შეურაცხყოფის გამო. 1949 წელს გაზეთ „Cleveland News“-ში გამოსცა ორი მოთხრობა.[18] 1950-იან წლებში გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ორი თვის განმავლობაში გამოსცა 100-მდე მოთხრობა და სტატია. 1957-1959 წლებში მსახურობდა აშშ-ის ჯარში.[19] 1958 წელს გამოსცა მისი პირველი რომანი „Web of the City“.[20]
გამოქვეყნებული აქვს 1700-მდე მოთხრობა, ნოველა, კომიქსის სცენარები, ესსეები და სხვა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: ტელესერიალ „ვარსკვლავური გზის“ ეპიზოდ „The City on the Edge of Forever“-ისთვის დაწერილი სცენარი; მოთხრობები: „ბიჭი და მისი ძაღლი“, „პირი არ მაქვს, და უნდა ვიკივლო“ და „მოინანიე, არლეკინ! — თქვა წიკწიკამ“
მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია, მათ შორის არის ჰიუგოს რვაგზის,[21] ნებულას ოთხგზის,[21] ბრემ სტოკერისა ხუთგზის[21] და ედგარგის ორგზის ლაურეატი.[22]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.