ჰობიტი (ფილმების სერია)
რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომ / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰობიტი (ინგლ. The Hobbit) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანს. მასში მოთხრობილია ამბები, რომლებიც მოხდა ბეჭდის ომამდე 60 წლით ადრე.
„ჰობიტი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰობიტი (მრავალმნიშვნელოვანი). |
„ჰობიტი“ | |
---|---|
საერთო DVD გამოცემის გარეკანი | |
ჟანრი | ფენტეზი |
რეჟისორი | პიტერ ჯექსონი |
პროდიუსერი |
პიტერ ჯექსონი ფრენ უოლში კეროლაინ კენინგემი |
სცენარის ავტორი |
ფრენ უოლში ფილიპა ბოიენსი გილერმო დელ ტორო პიტერ ჯექსონი |
ნაწარმოები |
„ჰობიტი“ — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი |
როლებში |
მარტინ ფრიმენი იენ მაკ-კელენი რიჩარდ არმიტიჯი ენდი სერკისი ბენედიქტ კამბერბეჩი |
კომპოზიტორი | ჰოვარდ შორი |
ოპერატორი | ენდრიუ ლესნი |
მონტაჟი | ჯეიბეზ ოლსენი |
მხატვარი |
ჯონ ჰაუ ალან ლი მაიკ მინიოლა ბრენდენ ჰეფერმანი პოლ ტობინი ფრანსისკო ლუიზ ველასკო |
სტუდია |
New Line Cinema Metro-Goldwyn-Mayer WingNut Films |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი |
|
ქვეყანა |
|
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 745 მილიონი აშშ დოლარი[1][2][3] |
შემოსავალი | 2.759.130.028 აშშ დოლარი |
საიტი |
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარტინ ფრიმენი (ბილბო ბეგინსი)[4] და რიჩარდ არმიტიჯი (თორინ მუხისფარი). გადაღებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბეჭდების მბრძანებლის რამდენიმე ვარსკვლავი - იენ მაკ-კელენი (განდალფი), ენდი სერკისი (გოლუმი), ელაიჯა ვუდი (ფროდო ბეგინსი), კეიტ ბლანშეტი (გალადრიელი), კრისტოფერ ლი (სარუმანი), ჰუგო უივინგი (ელრონდი), იენ ჰოლმი (მოხუცი ბილბო ბეგინსი) და ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი). მუსიკას ფილმისათვის ოსკარის მფლობელი კომპოზიტორი ჰოვარდ შორი წერს, რომელსაც ეკუთვნის „ბეჭდების მბრძანებლის“ მუსიკალური თემებიც.[5][6]
ფილმის პირველი ნაწილის სათაურია „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“, მეორე ნაწილის სათაური იქნება - „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“, ხოლო მესამეს - „ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა“. სამივე ნაწილის გადაღება მიმდინარეობდა ერთდროულად. გადაღებები დაიწყო 2011 წლის 21 მარტს, ახალ ზელანდიაში[7] პირველი ფილმის პრემიერა დაგეგმილი 2012 წლის 14 დეკემბერს და 2013 წლის 13 დეკემბერს.[8]