![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/87/Hohenzollern-Wappen.gif/640px-Hohenzollern-Wappen.gif&w=640&q=50)
ჰოენცოლერნები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოენცოლერნთა დინასტია (გერმ. Hohenzollern) — ბრანდენბურგის კურფიუსტრთა, შემდგომ პრუსიის მეფეებიისა (1871-1918) და ამავდროულად გერმანიის იმპერატორთა დინასტია. 1192 წლიდან ჰოენცოლერნები ნიურნბერგის ბურგგრაფები იყვნენ. 1227 წელს ჰოენცოლერნების საგვარეულო ორად გაიყო: შვაბიურ (უფროს) და ფრანკონიულ (უმცროს) შტოებად. ფრანკონიულ შტოს ნიურნბერგთან ერთად ბაიროითი და ანსბახი ერგო. 1415 წელს ბურგგრაფ ფრიდრიხ VI-ს ლენად ბრანდენბურგის საკურფიურსტო უბოძეს, რითაც დასაბამი მიეცა ჰოენცოლერნების ბრანდენბურგულ-პრუსიულ დინასტიას. 1701 წლიდან ჰოენცოლერნები პრუსიის მეფეები, ხოლო 1871-1918 წლებში - გერმანიის იმპერატორები იყვნენ. ჰოენცოლერნების დინასტია გერმანიაში დაამხო ნოემბრის რევოლუციამ (1918 წ.). ჰოენცოლერნების შვაბიური ხაზი 1576 წელს ორად გაიყო: ჰეხინგენებად და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენებად.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/87/Hohenzollern-Wappen.gif/320px-Hohenzollern-Wappen.gif)
ჰოენცოლერნთა კათოლიკური განშტოება — ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები 1866—1947 წწ რუმინეთს მართავდნენ.