ბაიროითი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაიროითი (გერმ. Bayreuth) — ქალაქი ჩრდილოეთ ბავარიაში, სამხრეთ გერმანიაში, ბაიროითის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქში ცხოვრობს 71 572 ადამიანი, სიმჭიდროვეა 1 100 ადამიანი კმ²-ზე, ფართობი კი 66,92 კმ².
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბაიროითი Bayreuth | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
მხარე | ბავარიაბავარია | ||||
შიდა დაყოფა | Colmdorf, Eremitage, Friedrichsthal, Meyernberg, Laineck, Oberkonnersreuth, Oberpreuschwitz, Oschen Berg, Rodersberg, Saas, St. Johannis, Seulbitz და Thiergarten | ||||
კოორდინატები | 49°56′53″ ჩ. გ. 11°34′42″ ა. გ. | ||||
მერი | Thomas Ebersberger | ||||
პირველი ხსენება | 1194 | ||||
ფართობი | 66.89 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 344 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 74 506 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 921, 9201 და 9209 | ||||
საფოსტო ინდექსი | 95401–95448 | ||||
საავტომობილო კოდი | BT | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.bayreuth.de/ | ||||
დახურვა
მდებარეობს მდინარე როტერ-მაინზე. არის ქვეყნის სატრანსპორტო კვანძი. განვითარებულია საფეიქრო, სამკერვალო, მანქანათსამშენებლო, ფაიფურის, მუსიკალური საკრავების, ქაღალდისა და მინის წარმოება.[2]
პირველად 1194 წელს იხსენიება. 1876 წელს ქალაქში შეიქმნა თეატრი, რომელიც კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერის (ცხოვრობდა ბაიროითში) ნაწარმოებებს ასრულებდა. ბაიროითში ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული კომპოზიტორი ფერენც ლისტი.[2]