From Wikipedia, the free encyclopedia
ჰონგ კონგის დროშა (ჩინ.: 中華人民共和國香港特別行政區區旗) ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის დროშა დამტკიცდა 1990 წლის 4 აპრილს, ხოლო ხმარებაში შევიდა 1997 წლის 1 ივლისიდან. მასზე გამოსახულია ხუთფურცლიანი ბაუჰინია წითელ ფონზე. დროშის გამოყენება რეგულირდება პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 58-ე სხდომაზე მიღებული კანონებით.[1][2] მისი დიზაინი გათვალისწინებულია ჰონგ-კონგის კანონმდებლობით,[3] ტერიტორიის კონსტიტუციურ დოკუმენტში, ხოლო დებულებები დროშის გამოყენების, შეურაცხყოფისა და დამზადების შესახებ წერია რეგიონული დროშის განკარგულებაში. ჰონგ-კონგის დროშა ოფიციალურად აღიმართა 1997 წლის 1 ივლისს, ჰონგ-კონგის ჩინეთის რესპუბლიკისთვის გადაცემის ცერემონიაზე.
დროშის დიზაინს აქვს კულტურული, პოლიტიკური და რეგიონული მნიშვნელობა. დროშის ფონის ფერი არის წითელი - ესაა ჩინელი ხალხის სადღესასწაულო ფერი, რომლითაც ზეიმობენ და აღნიშნავენ ეროვნულ დღესასწაულებს. გარდა ამისა, წითელი ფერი ჩინეთის დროშაზე ასახული წითელი ფერის იდენტურია[4], რაც გამოხატავს აღდგენილ კავშირს პოსტკოლონიალურ ჰონგ-კონგსა და ჩინეთს შორის. დროშაზე წითელი და თეთრი ფერების კომბინაცია მინიშნებაა იდეაზე —- „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“, რომელიც ჰონგ-კონგში გავრცელებული ორქიდეის ჯიშის ერთ-ერთი სახეობის, ბაუჰინიას გამოსახულების ფონზე უფრო კარგად ვლინდება. გადა ამისა, მისი ყვავილის ფურცლებზე, ჩინეთის დროშის მსგავსად, შევხვდებით ხუთ ვარსკვლავს.
დროშის ზომები, ფერები და წარმოების სხვა პარამეტრები ჰონგ-კონგის მთავრობამ დაადგინა. სიგრძისა და სიგანის ფარდობა არის 1,5. დროშის ცენტრში გამოსახულია თეთრი ბაუჰინია, რომელიც ქმნის 0,6 ერთეულის მქონე დიამეტრს. მცენარის ფურცლები ცენტრიდან მარჯვნივ, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებითაა მიმართული. თითოეულ ფურცელზე გამოსახულია ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი, კომუნიზმისა და სოციალიზმის სიმბოლო, შემაერთებელი წითელი ხაზით ყვავილის ცენტრამდე, რომელიც მტვრიანას ანალოგს ქმნის. წითელი ხაზი თითოეულ ფურცელს ორ ნაწილად ჰყოფს, თავად ფურცლების ფერი კი თეთრია.
ნანკინის ხელშეკრულების თანახმად, ოპიუმის პირველი ომის შემდეგ ბრიტანეთისგან გამოყოფილი ჰონგ-კონგი ჩინეთის მთავრობის იურისდიქციას დაექვემდებარა და იყენებდა იმდროინდელი ჩინეთის მთავრობისა და სახელმწიფო სიმბოლოებს. ჰონგ-კონგის კოლონიის დაარსებამდე ჩინეთს ცინის დინასტია განაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი 1644 წელს დაარსდა, მას დროშა 1862 წლამდე არ ჰქონია. ჯერ კიდევ 1898 წლამდე, სანამ ხელი მოეწერა პეკინის მეორე კონვენციას ცინის დინასტიასა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს შორის, ახალი ტერიტორიები ჩინეთს ექვემდებარებოდა. დროშაზე, თავის მხრივ, გამოსახული იყო ცისფერი დრაკონი ყვითელ ფონზე, რომელსაც კუთხეში ცეცხლოვანი მარგალიტი ამშვენებდა.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.