ბარბადოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარბადოსი (ინგლ. Barbados) — სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, კუნძულ ბარბადოსზე (მცირე ანტილის კუნძულთა ჯგუფი). შედის ერთა თანამეგობრობაში. ფართობი 430 კმ². მოსახლეობა — 279 912 კაცი (2006 წელი), უმთავრესად შავკანიანები. დედაქალაქი და მთავარი ნავსადგური — ბრიჯტაუნი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია (ანგლიკანური ეკლესია). სახელმწიფო ენა — ინგლისური. ეროვნული დღესასწაული 30 ნოემბერი — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1966). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეული — ბარბადოსის დოლარი.
ბარბადოსი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Pride and Industry“ („სიამაყე და მრეწველობა“) |
||||||
ჰიმნი: ”In Plenty and In Time of Need” |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ბრიჯტაუნი 13°10′ ჩ. გ. 59°32′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სანდრა მეისონი | ||||
- | პრ.-მინისტრი | მია მოტლი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 431 კმ2 (199-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასებით | 287 010 (174-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | ად კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $4.9 მილიარდი (149-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $17,610 (39-ე) | ||||
აგი (2007) | 0.892 (მაღალი) (31-ე) | |||||
ვალუტა | ბარბადოსის დოლარი (BBD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | BRB | |||||
Internet TLD | .bb | |||||
სატელეფონო კოდი | 1 (246) |
მე-13 საუკუნიდან თანამედროვე ქვეყნის ტერიტორიაზე კარიბები და ინდიელები ცხოვრობდნენ. მე-15 საუკუნის ბოლოს ბარბადოსს ესპანელი მეზღვაურები ესტუმრნენ და ტერიტორიას ესპანეთის მეფის საკუთრება უწოდეს. ბარბადოსი ესპანურ რუკებზე პირველად 1511 წლს გამოჩნდა.[1] პორტუგალიის იმპერიამ კუნძული 1532 და 1536 წლებში დაიპყრო, მაგრამ მოგვიანებით 1620 წელს ის მიატოვეს. ინგლისური გემი ზეთისხილის ყვავილობა ბარბადოსზე 1625 წლის 14 მაისს ჩავიდა და კუნძული მეფე ჯეიმზ I- ის სახელით დაიპყრო. 1627 წელს კუნძულებზე ინგლისიდან დევნილები ჩავიდნენ. ბარბადოსი გახდა ინგლისისა და მოგვიანებით ბრიტანეთის კოლონია.კუნძული იქცა აფრიკელი მონებით ვაჭრობის ინგლისურ ცენტრად, სანამ ვაჭრობა არ აიკრძალებოდა 1807 წელს, ბარბადოსში მონებით ვაჭრობა საბოლოოდ 1833 წლამდე გაგრძელდა.
1966 წლის 30 ნოემბერს ბარბადოსი დამოუკიდებელი და თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო გახდა. ქვეყნის დედოფლის წოდება ელისაბედ II-მ მიიღო. მოსახლეობის რაოდენობა 287,010 ადამიანია, რომელთა უმეტესობაც აფრიკული წარმოშობისაა. ბარბადოსი კარიბის ზღვის ნაწილად ითვლება, სადაც ის წამყვანი ტურისტული ადგილის პოზიციას იკავებს. ტურისტების, 40% დიდი ბრიტანეთიდანა, ასევე ტურისტების დიდი ნაწილი ჩადის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადადან.