კლეოპატრა სელენა
From Wikipedia, the free encyclopedia
კლეოპატრა სელენა (ძვ. ბერძნ. Κλεοπάτρα Σελήνη; დაახ. ძვ. წ. 135/130 – 69) — სირიის მონარქი, როგორც კლეოპატრა II სელენა (ძვ წ. 82–69), პტოლემე VIII-სა (ეგვიპტის მეფე) და კლეოპატრა III-ს შვილი. დედამისის პოლიტიკურ თამაშებში კლეოპატა სელენა მის პაიკს წარმოადგენდა. ძვ. წ. 115 წელს, კლეოპატრა III-მ აიძულა თავის შვილი პტოლემე IX გაშორებოდა თავის ცოლს კლეოპატრა IV-ს (რომელიც ასევე მისი დაც იყო) და აერჩია კლეოპატრა სელენი, როგორც ეგვიპტის ახალი დედოფალი. დაძაბულობა მეფესა და დედამისს შორის თანდათან ისე გაძლიერდა, რომ მისი გაძევებით დასრულდა. სელენა შემდეგ სავარაუდოდ ახალ მეფეზე პტოლემე X-ზე დაქორწინდა, რომელიც ასევე მისი ძმა იყო.
ძვ წ. 194/3 წელს, ეგვიპტელი მეფის პტოლემე V-ის სირიელ სელევკიდ დედოფალ კლეოპატრა I-ზე ქორწინების შემდეგ ამ ორ სამეფოს შორილ დინასტიური ქორწინებების პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ძვ. წ. 102 წელს კლეოპატრა III-მ თავის ძმისშვილ ანტიოქუს VIII-სთან ალიანსის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და კლეოპატრა სელენა პატარძლად გაუგზავნა. ძვ. წ. 96-ში მისი მკვლელობის შემდეგ კლეოპატრა სელენამ მის ძმაზე ანტიოქუს IX-ზე დაქორწინდა. კლეოპატრა სელენამ მეორე ქმარი დაკარგა ძვ. წ. 95-ში. კლეოპატრა სელენა საბოლოოდ დაქორწინდა ანტიქოს IX-ის შვილზ ანტიოქუს X-ზე და თავი თანა მმართველად გამოაცხადა. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ მისი ბოლო ქმარი ძვ. წ. 92 წელს გარდაიცვალა.