აქადი
From Wikipedia, the free encyclopedia
აქადი — ქალაქი ძველ მესოპოტამიაში, სარგონ ძველის დედაქალაქი. ძვ. წ. 2300 წელს დაიწყო მისი აღზევება აქადის იმპერიის ჩამოყალიბებით. აქადის სახელი ეწოდა ძველ აღმოსავლურ სემირურ ენასაც - აქადური ენა და მთელს რეგიონს. ქალაქი დაანგრიეს კუტიების მომთაბარე ტომებმა დაახლოებით ძვ. წ. 2150 წელს. დღემდე არაა აღმოჩენილი აქადის ნაქალაქარი.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
შუამდინარეთში ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისთვის აქადი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელი შიამდინარეთის - ცივილიზაციის ამ უძველესი კერის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
აქადი, ანუ შუმერულად აგადე, თავდაპირველად ქალაქს, ხოლო მოგვიანებით უკვე ქვეყანას ეწოდებოდა. მისი ადგილმდებარეობა დაზუსტებული არ არის. მეცნიერების ვარაუდით, იგი უნდა არსებულიყო სიფარის (ახლანდელი აბუ-ჰაბა, ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით) მახლობლად. აქადი ბაბილონის სემიტური მოსახლეობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი იყო.
ძვ. წ. XXIV საუკუნეში აქადი სარგონ დიდის (აქადელის) უზარმაზარი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. მისი სახელი სამხრეთ შუამდინარეთის მთელ ჩრდილოეთ ნაწილს ერქვა.
ნიფურში ენლისის ტაძრის წინ მდგარი სარგონის ქანდაკების ორენოვან ტექსტში (შუმერულ და აქადურ ენაზე) ნათქვამია, რომ სარგონი იყო არა მხოლოდ იშთარის „მბრძანებელი ზედამხედველი“, არამედ „ანუს მირონცხებული ქურუმი“ და „ენლილის დიდი ნაცვალიც“. „სწორედ ენლილმა, - ამბობს სარგონი, - მომცა მე ბატონობა და მეფობა“.
მოხუცმა სარგონმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა: ბაბილონის საძირკვლის მიწა აქადში ჩაიტანა და ახალი ბაბილონი ააშენა. ამ მკრეხელობამ განარისხა დიდი ბატონი მარდუქი.
აქადის უკანასკნელი დღე დაწვრილებით არის აღწერეილი „აქადის დაწყევლის“ ტექსტში. რვა ღმერთმა დაწყევლა აქადი, „ქალაქი უტიფრად შემბილწველი ექურისა“. „და, აი, - გვამცნობს ძველისძველი მატიანე, - მოხდა ასე... აქადი ნანგრევებია“.
უამრავი ქალაქი დანგრეულა და გატიალებულა, მაგრად კვლავ აღმდგარა და დასახლებულა, აქადი კი ღმერთებმა სამუდამოდ გაწირეს.