![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/99/Urartu743.png/640px-Urartu743.png&w=640&q=50)
ურარტუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ურარტუ (/ʊˈrɑːrtuː/; აქად.: māt Urarṭu,[1] ბაბილონურ ენაზე: Urashtu, ებრ. אֲרָרָט Ararat; სხვა სახელწოდებები — არარატი, ბიაინი, ნაირი, ვანის სამეფო ურარტ. KURbi-a-i-na, სომხ. Ուրարտու, თურქ. Urartu, სპარს. اورارتو;) — ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე (თანამედროვე სომხეთი, აღმოსავლეთ თურქეთი, ჩრდილო-დასავლეთი ირანი და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა) და წარმოადგენდა ერთ-ერთი უძლიერეს სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ მეოთხედში. ურარტუს, როგორც ტომთა გაერთიანების არსებობა დადასტურებულია ძვ.წ. XIII საუკუნიდან, ხოლო როგორც სახელმწიფოსი — ძვ.წ. IX საუკუნიდან. დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად ურარტელები საკუთარ ქვეყანას „ბიაინილს“ უწოდებდნენ[2]. ურარტუმ არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. VI საუკუნეში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/99/Urartu743.png/640px-Urartu743.png)
მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო მესოპოტამიიდან სამხრეთ კავკასიამდე იშლებოდა, მოიცავდა რა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას სევანის ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია ვანში, არმავირში, ერებუნში (დღევენადელი ერევანი), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |