ბოსნიური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსნიური ენა — ბოსნიელების ენა, სერბულ-ხორვატული პლურიცენტრული ენის სტანდარტიზებული სახეობა.[1][2][3][4] ბოსნიური არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთი ოფიციალური ენა, დანარჩენი ორია — სერბული და ხორვატიული. ის ასევე აღიარებულია უმცირესობის ენად ხორვატიაში, სერბეთში,[5] მონტენეგროში,[6] ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოში.[7]
ბოსნიური ენა bosanski jezik / босански језик | |
გავრცელებულია | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 2,5 მლნ. (2008) |
ოფიციალური სტატუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა (გაევიცა), კირილიცა (ვუკოვიცა) |
ბოსნიური იყენებს როგორც ლათინურ დამწერლობას, ასევე კირილიცას, თუმცა პირველი უფრო ხშირად გამოიყენება.[8] ბოსნიურში არაბული, ოსმალური და სპარსული სიტყვების დიდი რაოდენობაა, ძირითადად, ისლამის გამო.[9][10][11]
ბოსნიური დაფუძნებულია სერბულ-ხორვატული ენის ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე, რომელსაც შტოკავური ეწოდება. აქედან გამომდინარე, დეკლარაცია ხორვატების, სერბების, ბოსნიელებისა და მონტენეგროელების საერთო ენის შესახებ 2017 წელს სარაევოში გამოიცა.[12] 1990-იან წლებამდე საერთო ენას ერქვა სერბულ-ხორვატული[13] და ეს ტერმინი ჯერ კიდევ გვხდება ინგლისურში, განსაკუთრებით დიპლომატიურ წრეებში.