სარაევო
From Wikipedia, the free encyclopedia
სარაევო (ბოსნ. Sarajevo, სერბ. Сарајево) — ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, სარაევოს კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერით მოსახლეობა 450 ათასი ადამიანია, თუმცა სერბთა რესპუბლიკის მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ სარაევოს და სხვა მიმდებარე დასახლებების ჩათვლით, სავარუდო მოსახლეობა 600 000-ს აღწევს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სარაევო ბოსნ. Sarajevo, ხორ. Sarajevo, სერბ. Сарајево | |||||
| |||||
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||||
რეგიონი | ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციაბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია | ||||
კოორდინატები | 43°52′00″ ჩ. გ. 18°25′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ბენჯამინა კარიჩი | ||||
დაარსდა | დაახ. 1462 წელი | ||||
ფართობი | 141.5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 500 მ | ||||
მოსახლეობა | 448 646 კაცი (2013) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ბოსნიელები (81 %), ხორვატები (5 %), სერბები (4 %)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +387 33 | ||||
საფოსტო ინდექსი | 71000 | ||||
ოფიციალური საიტი | sarajevo.ba | ||||
ქალაქი დაარსებულია 1461 წელს ოსმალების მიერ. 1914 წელს სარაევოში მოკლულ იქნა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რამაც სათავე დაუდო პირველ მსოფლიო ომს.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სარაევო ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტის 31%-ს აწარმოებს (2012). ქალაქის ისტორიული ცენტრი ოსმალეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების, XVI საუკუნე-XX საუკუნის დასაწყისი, პერიოდის შენობა-ნაგებობებისგან შედგება.
დასახლება, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება ბოსნა-სარაი (თურქ. saray-დან — „სასახლე“), დაახლოებით 1462 წელს თურქებმა დაარსეს. 1639 წლიდან, გარკვეული შუალედებით — ბოსნიის ელიათის ადმინისტრაციული ცენტრი, 1878 წლიდან — ავსტრია-უნგრეთის ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავარი ქალაქი. 1918 წლიდან — სერბების, ხორვატების და სლოვენების შემადგენლობაში. 1945 წლიდან — ბოსნია და ჰერცეგოვინას რესპუბლიკის დედაქალაქი.
1984 წელს სარაევო მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.