ესტონელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესტონელები (ესტ. eestlased — ეესტლასედი) — ხალხი, ესტონეთის ძირითადი მოსახლენი (963 ათ.); ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში (46,4 ათ.), აშშ-ში, კანადაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. წარმომავლობით განეკუთვნებიან ბალტიისპირა-ფინური ჯგუფის ფინურ-უნგრულ ხალხებს. ესტონელების წინაპრები — ფინურენოვანი ტომები ესტონეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ. შემდეგ ათასწლეულებში მათ შემადგენლობაში შევიდნენ ბალტიისპირეთის, ნაწილობრივ ჩრდილოეთ-გერმანული (სკანდინავიური), ხოლო I ათასწლეულის დასასრულს აღმოსავლეთ სლავური ელემენტები. რუსულ მატიანეებში სხვა ბალტიისპირა ფინურ ტომებთან ერთად ჩუდებად იხსენიებიან, დასავლეთ ევროპულ წყაროებში — ესტებად. ესტონელი ხალხის ჩამოყალიბება ძირითადად XIII-XVI საუკუნეებში დასრულდა. XIII საუკუნეში მიიღეს კათოლიკობა, რომელიც XVI საუკუნეში რეფორმაციის პერიოდში, ლუთერანობით შეიცვალა. XIX საუკუნის შუა წლებში მოსახლეობის 10-12%-მა მართლმადიდებლობა მიიღო.
- საერთო რაოდენობა: დაახლ. 1,1 მლნ.
- ენა: ესტონური.
- მორწმუნეები: ძირითადად ლუთერანები, არიან აგრეთვე მართლმადიდებლები (ძირითადად სეტუს ჯგუფი).
ესტონელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 1.1 მილიონი | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ესტონეთი | 924,100[1] |
ფინეთი | 29,080[2] |
აშშ | 25,000 |
კანადა | 23,930[3] |
რუსეთი | 24,000 |
შვედეთი | 23,000 |
გაერთიანებული სამეფო | 14,000[4] |
ავსტრალია | 7,543[5] |
გერმანია | 5,000 |
ნორვეგია | 2,871[6] |
უკრაინა | 2,868[7] |
ირლანდია | 2,373[8] |
ლატვია | 2,000[9] |
ბელგია | 2,000[10] |
ენები |
ესტონური ვირუ სეტო |
რელიგიები |
უმეტესობა: არარელიგიური და ლუთერანი ისტორიულად: ფინური კერპთაყვანისმცემლობის მიმდევრები |