თებერვლის რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
თებერვლის რევოლუცია (რუს. Февра́льская револю́ция), საბჭოთა ისტორიოგრაფიაში თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია (რუს. Февральская буржуазно-демократическая революция) — 1917 წელს რუსეთში მომხდარი ორი რევოლუციიდან პირველი. დაიწყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს [ძვ. სტილით 23 თებერვალი][1]. რევოლუციის დროს, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, ადგილი ჰქონდა მასობრივ დემონტრაციებსა და შეიარაღებულ შეტაკებებს პოლიციასა და ჟანდარმერიასთან. უკანასკნელ დღეებში რუსეთის არმია რევოლუციონერებს მიემხრო. მომხდარი მოვლენების შედეგად გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II და რომანოვების დინასტიის მმართველობას და რუსეთის იმპერიას ბოლო მოეღო. იმპერატორი ჩაანაცვლა რუსეთის დროებითმა მთავრობამ თავად გიორგი ლვოვის თავმჯდომარეობით. დროებითი მთავრობა იყო ლიბერალური და სოციალისტური ძალების ალიანსი, რომელთაც ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმა სურდათ. მათ დააარსეს დემოკრატიულად არჩეული კონსტიტუციური ასამბლეა. ამასთანავე სოციალისტებმა ჩამოაყალიბეს პეტროგრადის საბჭოები, რომელიც დროებითი მთავრობის პარალელურად ფუნქციონირებდა.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ოქტომბრის რევოლუცია. |