თვის მწვრთნელი პრემიერლიგაში
From Wikipedia, the free encyclopedia
პრემიერ ლიგის თვის მწვრთნელი არის ფეხბურთის ასოციაციის ჯილდო, რომელიც პრემიერლიგაში ყოველთვურდ გამოარჩევს საუკეთესო მწვრთნელს. გამარჯვებული ვლინდება კომბინირებულად, ონლაინ საჯარო ხმის მიცემით, რომლის წილი არის 10% და ექსპერტთა კოლეგიის მიერ.[1] ჯილდოს ადრე უწოდებდნენ კარლინგის პრმიერლიგის მწვრთნელის ჯილდოს (1993–2001) და ბარკლიკარდის პრემიერლიგის თვის მწვრთნელი (2001–2004), ამჟამად ჰქვია ბარკლეის თვის მწვრთნელი.[2]
პრემიერლიგა დაარსდა 1992 წელს, პირველი დივიზიონში მოასპარეზე გუნდები გადავიდნენ ახალ ტურნირზე და ახალ ფორმატზე. კლუბებს მიენიჭათ კომერციული დამოუკიდებლობა, მათ შეეძლოთ მოლაპარაკებების წარმოება სპონსორების მოსაზიდად.[3] 1993–94 წლის სეზონზე პრემიერ ლიგამ წარადგინა თვის მწვრთნელის და სეზონის მწვრთნელის ჯილდო,[2] ეს ჯილდოებაი დაემატა უკვე არსებულ ფეხბურთის მწერლთა ასოციაციის და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის ფეხბურთელის ჯილდოს. პირველი მწვრთნელი, რომელმაც მიიღო აღნიშნული ტიტული იყო მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელი ალექს ფერგიუსონი (1993 წლის აგვისტო). 1994-95 წლების სეზონზე პრემიერლიგამ დაამატა ახალი თვის მოთამაშის ჯილდო, ეს ორივე გაიცემა ერთი პრინციპით.[1]
ფერგიუსონმა აღნიშნული ჯილდო ყველაზე მეტჯერ 27-ჯერ მოიპოვა. ჰარი რედნაპიმა პრემიერლიგის ექვს კლუბს უხელმძღვანელა (ვესტ ჰემ იუნაიტედი, პორტსმუთი, საუთჰემპტონი, კვლავ პორტსმუთი, ტოტენჰემ ჰოტსპური, ქუინს პარკ რეინჯერსი) ხუთი კლუბის სახელით მან თვის საუკეთესოს ტიტული მიიღო. თერთმეტმა მთავარმა მწვრთნელა ორი ან მეტი კლუბში მუშაობის შედეგად დაიმსახურა აღნიშნული ტიტული: გორდონ სტრაკანი ქოვენთრ სითი და საუთჰემპტონი, სტიუარტ პირსი ნოტინგემ ფორესტი და მანჩესტერ სიტი, მარტინ ონილი ლესტერ სიტი, ასტონ ვილა და სანდერლენდი, როი ჰოჯსონი ბლექბურნ როვერსი და ფულემი, რაფაელ ბენიტესი ლივერპული, ჩელსი და ნიუკასლ იუნაიტედი, ბრენდან როჯერსი სუონსი სიტი და ლივერპული, ლან პარდიუ ვესტ ჰემი და ნიუკასლი, ტონი პიულისი კრისტალ პალასი და ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, მაურისიო პოჩეტინო საუთჰემპტონი და ტოტენჰემი, და კლაუდიო რანიერი ჩელსი და ლესტერ სიტი.
მიჯრით გამარჯვება შეძლო 15-მა მწვრთნელმა: ჯო კინირი, კევინ კიგანი, როი ევანზი, ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, დევიდ ოლირი, სტიუარტ პირსი, პოლ ჯეველი, რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, მანუელ პელეგრინი, კლაუდიო რანიერი, ანტონიო კონტე, პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი. გვარდიოლა არის ერთადერთი მწვრთნელი რომელმაც შეძლოს ოთხი თვის განმავლობაში ზედიზედ აღნიშნული ჯილდოს მიღება, კლოპი კი ერთადერთია რომელმაც სეზონში ხუთჯერ მოიპოვა საუკეთესო მწვრთნელის ტიტული. 2002 წლის მარტში ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა ჟერად ულემ ჯილდო გაიყო დამხმარე მწვრთნელ ფილ ტომპსონთან, რადგან ულერიმ ავადმყოფობის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა.