თურქეთის პოლიტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
თურქეთის პოლიტიკა ტარდება სეკულარულ–საპარლამენტო და წარმომადგენლობით დემოკრატიულ რესპუბლიკის ფარგლებში, რა დროსაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის ხელმძღვანელი, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ფლობს მეტწილად ცერემონიულ როლს, მაგრამ აგრეთვე იგი ფლობს მნიშვნელოვან სარეზერვო ძალაუფლებას.
თურქეთის პოლიტიკური სისტემა დანაწილებულია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მინისტრთა საბჭოს ანუ თურქეთის მთავრობას. საკანონმდებლო უფლებამოსილება ენიჭება თურქეთის დიდ ეროვნული ასამბლეას. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსაგან. თურქეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია[1] მიღებულია 1982 წლის 7 ნოემბერს, თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ.[2]