პარიზის სამშვიდობო კონფერენცია
From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის სამშვიდობო კონფერენცია — 1919-1920 წლებში გამართული კონფერენცია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირე სახელმწიფოებმა მოიწვიეს დამარცხებული ცენტრალური ძალებისთვის სამშვიდობო პირობების დასადგენად. კონფერენცია ვერსალის სასახლეში გაიხსნა 1919 წლის 18 იანვარს, 1871 წელს ამ ადგილას გერმანიის იმპერიის გამოცხადების წლისთავზე, და გაგრძელდა 1920 წლის 21 იანვრამდე რამდენიმე ინტერვალით.
კონფერენციაში მონაწილეობდა 32 გამარჯვებული სახელმწიფო. გერმანია და მისი მოკავშირეები პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე დაუშვეს მხოლოდ 1919 წლის 7 მაისს, როდესაც უკვე შემუშავებული იყო ხელშეკრულებების პროექტები, რუსეთი საერთოდ არ მიუწვევიათ. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წამყვან როლს ასრულებდა „ოთხთა საბჭო“ აშშ-ის (პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი), დიდი ბრიტანეთის (პრემიერ-მინისტრი დეივიდ ლოიდ ჯორჯი), საფრანგეთისა (პრემიერ-მინისტრი ჟორჟ კლემანსო) და იტალიის (პრემიერ-მინისტრი ვიტორიო ორლანდო) დელეგაციების მეთაურების სახით.
კონფერენციის მთავარი შედეგი იყო ვერსალის საზავო ხელშეკრულება გერმანიასთან, რომლის 231-ე მუხლით გერმანია და მისი მოკავშირეები მთავარ დამნაშავეებად ცნეს. გარდა ამისა ხელშეკრულებები დაიდო ავსტრიასთან (სენ-ჟერმენის ხელშეკრულება 1919), ბულგარეთთან (ნეიის ხელშეკრულება 1919), უნგრეთთან (ტრიანონის საზავო ხელშეკრულება 1920) და ოსმალეთთან (სევრის ხელშეკრულება 1920).
კონფერენციაზე მიიღეს ერთ ლიგის წესდება.