პერუ
სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკა / From Wikipedia, the free encyclopedia
პერუ (ესპ. Perú; კეჩ. Perú; აიმარ. Piruw; ოფიციალურად პერუს რესპუბლიკა (ესპ. República del Perú) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ეკვადორი და კოლუმბია, აღმოსავლეთით — ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბოლივია, სამხრეთით — ჩილე. ქვეყნის ფართობი შეადგენს 1 285 220 კმ²-ს.
პერუს რესპუბლიკა República del Perú პერუ |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Firme y Feliz por la Unión (სიმტკიცე და ბედნიერება ერთობისათვის) | ||||||
ჰიმნი: „Himno Nacional del Peru!“
(ესპანური) „პერუს სახელმწიფო ჰიმნი“ |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ლიმა 12°02′ ს. გ. 77°01′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ფრანსისკო საგასტი | ||||
- | პრემიერ–მინისტრი | ვიოლეტა ბერმუდესი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 1 285 220 კმ2 (მე-20) | ||||
- | წყალი (%) | 0,41 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 30 135 875 (40-ე) | ||||
- | 2007 აღწერა | 28 220 764 | ||||
- | სიმჭიდროვე | 23 კაცი/კმ2 (191-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $325 434 მილიარდი[1] (40-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $10,588[1] (85-ე) | ||||
აგი (2011) | 0,725 (მაღალი) (80-ე) | |||||
ვალუტა | ახალი სოლი (PEN ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-05:00 | |||||
ქვეყნის კოდი | PER | |||||
Internet TLD | .pe | |||||
სატელეფონო კოდი | 51 |
პერუს ტერიტორიაზე არაერთი ამერიკული ცივილიზაცია ყვაოდა, მათ შორისაა ნორტე-ჩიკოს კულტურა — ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურაა მსოფლიოში. პერუს ტერიტორიაზე კოლუმბამდელ ამერიკაში უმნიშვნელოვანეს რომლის ასრულებდა ინკების იმპერია. ინკებმა უდიდესი კულუტურლი და პოლიტიკური ცვლილებები მოახდინეს არა მარტო პერუში, არამდე მთელს სამხრეთ ამერიკაში. XVI საუკუნეში ესპანეთის იმპერიამ მოახერხა ინკების იმპერიის დაპყრობა, პერუში შეიქმნა პერუს ვიცე-სამეფო, რომელიც ესპანეთის რიგითი კოლონია იყო. 1821 წელს პერუმ დამოუკიდებლობისათვის ომში მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება. ამის შემდეგ ქვეყანამ გადაიტანა არეულობის წლები, ფისკალური კრიზისები, თუმცა იყო სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის წლებიც.
თანამედროვე პერუ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა, მისი ტერიტორია იყოფა 25 რეგიონად. პერუს გეოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია, ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი უკავია ანდების მთათა სისტემას, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს მდინარე ამაზონის ხეობას. ქვეყანას ადამიანის განვითარების ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გააჩნია, სიღარიბის დონე კი 31 პროცენტს შეადგენს. ძირითად ეკონომიკურ აქტივობებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება, მანუფაქტურული მრეწველობა (ძირითადად ტექსტილი).
პერუს მოსახლეობა დაახლოებით 30,4 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ინდიელები, ევროპელები, აფრიკელები და აზიელები შეადგენენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ესპნაურ ენაზე, თუმცა ასევე დიდი ნაწილი საუბრობს კეჩუასა და სხვა ადგილობრივ ენებზე. კულტურული ტრადიციების ასეთი ნაერთის წყალობით, პერუ გამოირჩევა უნიკალური და განსხვავებული კულტურით, ხელოვნებით, ტრადიციებით, მუსიკითა და ლიტერატურით.