სუვერენული სახელმწიფო
პოლიტიკური ორგანიზაცია დამოუკიდებელი ცენტრალიზებული სახელმწიფოთი / From Wikipedia, the free encyclopedia
სუვერენული სახელმწიფო — საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტი, რომელიც წარმოდგენილია ერთი ცენტრალიზებული მთავრობით კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე. საერთაშორისო სამართალი სუვერენულ სახლმწიფოს განმარტავს როგორც მუდმივი მოსახელობის, განსაზღვრული ტერიტორიის, უზენაესი ხელისუფლების მქონე პოლიტიკურ ერთეულს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაამყაროს საერთაშორისო ურთიერთობები სხვა სახელმწიფოსთან და ნებისმიერ სხვა სუბიექტთან.[1] სახელმწიფოს პოლიტიკური აღიარებითობის თეორიის თანახმად, სუვერენიული სახელმწიფო შეიძლება არსებობდეს სხვა სუვერენული სახელმწიფოს მიერ მისი აღიარების გარეშე.[2][3] არაღიარებული სახელმწიფოები, ხშირად, აწყდებიან რიგ სირთულეებს დაამყარონ საგარეო ურთიერთობები ან დადონ სხვა სუბიექტებთან საერთაშორისო ხელშეკრულებები.
სახელმწიფო სუვერენიტეტი არის ერის (ხალხის) პოლიტიკური ორგანიზაციის უმაღლესი ფორმის ნიშან-თვისება, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის სამართლებრივი გამოხატულება. სახელმწიფო სუვერენიტეტზე დაყრდნობით მშვიდობისმოყვარული სახელმწიფოები იბრძვნიან ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პროგრესისათვის. სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი ინსტიტუტია, მისი ხერხემალია, რომლის გარეშე შეუძლებელია ამ უკანასკნელის არსებობა.[4]