![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/58/Az%25C9%2599rbaycan_xal%25C3%25A7a_muzeyi.jpg/640px-Az%25C9%2599rbaycan_xal%25C3%25A7a_muzeyi.jpg&w=640&q=50)
აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი — ხალიჩის მუზეუმი ქალაქ ბაქოში. დაარსდა 1967 წელს. იგი იქცა მსოფლიოში პირველ სპეციალიზებულ მუზეუმად, რომლის ფუნქციაშიც შედის ხალიჩების შეგროვება, შენახვა და მათი შესწავლა. მისი პირველი ექსპოზიცია გახსნილი იქნა 1972 წელს ჯუმა-მეჩეთში, ქალაქ ბაქოს ძველი ციხე-სიმაგრის — იჩერი-შეჰერის ტერიტორიაზე. მუზეუმი წარმოადგენს აზერბაიჯანის ეროვნულ კულტურის მარგალიტს. აქ ხდება ხალიჩების დემონსტრაცია აზერბაიჯანის ტრადიციული ხელოვნების დარგებთან სიმბიოზში. მისი კოლექცია ითვლის ხალიჩების, ტანისამოსის, ნაქარგების, სპილენძის მჭედლური საგნების, საიუველირო ნაწარმებისა, ხის და შუშის თანამედროვე ნაკეთობების 14 000 ეგზემპლარს. მუზეუმი იმავდროულად წარმოადგენს აზერბაიჯანის ხალიჩების შესწავლისა და განვითარების ცენტრს. მუზეუმი მონაწილეობდა აზერბაიჯანული ხალიჩებისადმი მიძღვნილ რიგ საერთაშორისო სიმპოზიუმში. პირველი ასეთი სიმპოზიუმი ჩატარდა 1983 წელს იუნესკოს ეგიდით. შემდგომი სიმპოზიუმები ჩატარდა 1988, 2003 და 2007 წლებში; ბოლო სიმპოზიუმი ჩატარდა პარიზში — იუნესკოს შტაბ-ბინაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით 2008 წელს დაიწყო მუზეუმისათვის ახალი თანამედროვე შენობის მშენებლობა. 2014 წლის აგვისტოში კი გაიხსნა მისი პირველი ექსპოზიცია.
აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Azərbaycan xalça muzeyi | |
![]() | |
40°22′09″ ჩ. გ. 49°50′33″ ა. გ. | |
დაარსდა | 13 მარტი, 1967 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ბაქო |
დირექტორი | შირინ მელიქოვა |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებ-გვერდი ოფიციალური ვებ-გვერდი] |
![]() |
მუზეუმის კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში არის ნაჩვენები, რომელთა შორის ევროპის ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ხოლო აზიის ქვეყნებს შორისაა ინდოეთი, ირანი, ისრაელი, თურქეთი. ასევე, კოლექცია გამოეფინა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც კუბასა და აშშ-ში.