ალბრეხტ პენკი
გერმანელი გეომორფოლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
ალბრეხტ პენკი (გერმ. Albrecht Penck; დ. 25 სექტემბერი, 1858, ლაიფციგი — გ. 7 მარტი, 1945, პრაღა) — გერმანელი გეომორფოლოგი. 1885-1906 წლებში ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, 1906-1926 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დიდი წვლილი შეიტანა გერმანიაში თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში.
სწრაფი ფაქტები ალბრეხტ პენკი, დაბ. თარიღი ...
ალბრეხტ პენკი | |
---|---|
გერმ. Albrecht Penck | |
დაბ. თარიღი | 25 სექტემბერი, 1858(1858-09-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | როიდნიცი |
გარდ. თარიღი | 7 მარტი, 1945(1945-03-07)[7] [1] [2] [3] [4] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | პრაღა[7] |
მოქალაქეობა |
საქსონიის სამეფო გერმანიის იმპერია მესამე რაიხი |
საქმიანობა | გეოლოგი, გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი და კლიმატოლოგი |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[8] |
შვილ(ებ)ი | ვალტერ პენკი |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ვეგას მედალი, დამფუძნებლის მედალი[9] , კოთენიუსის მედალი, ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, Goethe Medal for Art and Science და Silliman Memorial Lectures |
გავლენა მოახდინეს
| |
დახურვა
პენკის ძირითადი შრომები შეეხება ზოგადი გეომორფოლოგიისა და მეოთხეული პერიოდის გეოლოგიურ საკითხებს. ეკუთვნის აგრეთვე შრომები კლიმატების კლასიფიკაციაში, რეგიონულ ეკოლოგიასა და პოლიტიკურ გეოგრაფიაში. პენკს ეკუთვნის მყინვარული პეროდის ცალკეულ ეპოქებად (გიუნცური, მინდელური, რისული, ვიურმული) დანაწევრება.