From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე გეორგ ფონ ბუნგე (რუს. Алекса́ндр Андре́евич Бу́нге; გერმ. Alexander von Bunge; დ. 6 ოქტომბერი, 1803 ― გ. 18 ივლისი, 1890) ― რუსი ბოტანიკოსი. ცნობილია სამეცნიერო ექსპედიციებით აზიაში, განსაკუთრებით, ციმბირში.
ალექსანდრე ბუნგე | |
---|---|
გერმ. Alexander von Bunge | |
დაბ. თარიღი | 24 სექტემბერი, 1803[1] [2] |
დაბ. ადგილი | კიევი[3] |
გარდ. თარიღი | 18 (30) ივლისი, 1890[4] [5] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | Kiltsi, Wierland County, Estonia Governorate, რუსეთის იმპერია |
დასაფლავებულია | რაადის სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, ბოტანიკოსი[6] და პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ყაზანის უნივერსიტეტი[7] და დერპტის უნივერსიტეტი[7] |
ალმა-მატერი | დერპტის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ედმუნდ რუსოვი |
მეუღლე | Elisabeth Bunge |
მამა | Andreas Theodor von Bunge |
შვილ(ებ)ი | გუსტავ ფონ ბუნგე, ალექსანდრე ბუნგე[8] , Q116000346?, Alexander Salomo Benvenuto Bunge და Friedrich Woldemar Ferdinand von Bunge |
ალექსანდრე ბუნგე რუსეთის იმპერიაში მცხოვრები გერმანელების ოჯახში დაიბადა. მამა, ანდრეას თეოდორი, გეორგ ფრიდრიხ ბუნგეს, XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ პრუსიიდან რუსეთში ემიგრირებული ფარმაცევტის ვაჟი იყო. ტარტუს უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა, მოგვიანებით კი ყაზანში ბოტანიკის პროფესორად მუშაობდა. 1835 წელს ტარტუში დაბრუნდა, სადაც 1867 წლამდე ბოტანიკას ასწავლიდა. ბუნგე თანამშრომლობდა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის პროფესორთან, დიდერიხ ფრანც ლეონარდ ფონ შლეხტენდალთან.[9] ტარტუში 1881 წლამდე დარჩა, სადაც ბოლო პერიოდში ესტონეთის ფლორას იკვლევდა.[10]
1826 წელს კარლ ფრიდრიხ ფონ ლედებურთან და კარლ ანტონ ფონ მეიერთან ერთად ყაზახეთის სტეპსა და ალთაის მთიანეთში იმოგზაურა.[11][12] 1830-1831 წლებში ციმბირის გავლით პეკინში იმოგზაურა და მონღოლური ფლორა გამოიკვლია.[9] 1857-1858 წლებში ხორასნისა და ავღანეთის სამეცნიერო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.[12]
ბუნგეს ვაჟი გუსტავი (1844-1920) ფიზიოლოგი,[9] მეორე ვაჟი ალექსანდრე ფონ ბუნგე (1851-1930) კი მკვლევარი და ზოოლოგი იყო.[13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.