ალექსა შანტიჩი (სერბ. Алекса Шантић / Aleksa Šantić; დ. 27 მაისი, 1868, მოსტარი — გ. 2 თებერვალი, 1924, მოსტარი) — პოეტი ბოსნია და ჰერცეგოვინადან. ის წარმოშობით სერბი იყო. მისი შემოქმედება ასახავს როგორც რეგიონის ურბანულ კულტურას, ასევე მზარდ ეროვნულ ცნობიერებას. მისი ლექსების უდიდეს ნაწილში აღწერილია სოციალური სამართლიანობის ნაკლებობა, ნოსტალგიური სიყვარული, სერბი ხალხის გასაჭირი და სამხრეთის სლავების ერთობა. იგი იყო ჟურნალ Zora-ს მთავარი რედაქტორი (1896–1901). შანტიჩი ასევე იყო მოსტარში სერბეთის ლიტერატურული და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პირი.[1][2] 1914 წელს შანტიჩი გახდა სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის (მაშინდელი სერბეთის სამეფო აკადემიის) წევრი.

სწრაფი ფაქტები ალექსა შანტიჩი, დაბადების თარიღი ...
ალექსა შანტიჩი
Thumb
ალექსა შანტიჩი დაახლ. 1920 წელს
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1868
დაბადების ადგილი მოსტარი, ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 1924
გარდაცვალების ადგილი მოსტარი, იუგოსლავიის სამეფო
საქმიანობა პოეტი
ენა სერბული ენა
ეროვნება სერბი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 იუგოსლავია
დახურვა

ადრეული ცხოვრება

ალექსა შანტიჩი დაიბადა ბოსნია და ჰერცეგოვინაში მცხოვრები სერბების ოჯახში, 1868 წლის 27 მაისს, ქალაქ მოსტარში, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის ბოსნიის ვილაიეთის შემადგენლობაში შედიოდა.[3][4] მამამისი, რისტკო ვაჭარი იყო, ხოლო დედა, მარა ცნობილი ანიჩიჩების გვარის წარმომადგენელი იყო მოსტარიდან.[5] ალექსა შანტიჩს სამი დედამამიშვილი ჰყავდა: ძმები იეფტანი და იაკოვი და და რადოიკა, რომელიც ცნობილი იყო, როგროც პერსა. მისი კიდევ ერთი და, ზორიცა ბავშვობაში გარდაიცვალა.

იმ პერიოდში, როდესაც ალექსა 10 წლის იყო ბოსნიის ვილაიეთი (მოსტარის ჩათვლით) ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ დაიპყრო, ევროპის დიდი ძალების მიერ 1878 წლის ბერლინის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ალექსას მამის რისტკოს გარდაცვალების შემდეგ, ალექსას ბიძამ, მიხომ (ცნობილი როგორც ადჯა) შანტიჩისა და მისი და-ძმის მეურვის სტატუსი მიიღო. 1880-1881 შანტიჩი დადიოდა ვაჭრობის სკოლაში ტრიესტში, სადაც იტალიურად სწავლობდა. ტრიესტში ყოფნის დროს ალექსა ცხოვრობდა თავის ბიძებთან, ლაზართან და თოდორ ანიჩიჩებთან, რომლებიც ასევე ვაჭრები იყვნენ.[6] 1881 წელს შანტიჩი ლუბლიანას ვაჭრობის სკოლის მოსწავლე გახდა, სადაც ლექციებს გერმანულ ენაზე ისმენდა.[7]

1883 წელს ალექსა შანტიჩი მოსტარში დაბრუნდა და უკვე თავისუფლად ფლობდა იტალიურ და გერმანულ ენებს.[8]

შემოქმედება

Thumb
შანტიჩი ძველ ჰერცეგოვინულ ტრადიციულ სერბულ სამოსში

შანტიჩი ვაჭრად მუშაობდა და ამასთანავე ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდა, სანამ პოეზიის დაწერას გადაწყვეტდა და შეხვდებოდა სხვა ახალგაზრდა ვაჭარს, იოვან დუჩიჩს ტრებინიედან, რომელმაც თავისი პირველი ლექსი 1886 წელს გამოაქვეყნა ახალგაზრდულ ლიტერატურ ჟურნალში მტრედი (სერბ. Голуб), სომბორში (თანამედროვე სერბეთი).[9] მისი მეგობრის, იოვან დუჩიჩის ამ მაგალითის შემდეგ შანტიჩმაც გამოაქვეყნა თავისი პირველი სიმღერა ახალგაზრდულ ლიტერატურულ ჟურნალში, 1887 წლის საახალწლო გამოცემაში.[10]

შანტიჩის გამოქვეყნებული მისი პირველი ლექსები ინსპირირებული იყო ისეთი ცნობილი სერბი პოეტებისგან, როგორებიცაა: პეტრე II პეტროვიჩ-ნეგოში, იოვან იოვანოვიჩ ზმაი, ვოიისლავ ილიჩი და ჯურა იაკშიჩი.[11] შანტიჩის სიმღერების პირველი კოლექცია მოსტარში 1891 წელს გამოიცა. ლექსების კრებულის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ალექსამ მთლიანად სიმა მილუტინოვიჩ სარაილიას ძეგლის დასადგამად გაიღო.[12] 1901 წელს ბოგდან პოპოვიჩმა შანტიჩის შემოქმედება უარყოფითად შეაფასა. პოპოვიჩის კრიტიკამ ალექსას მოტივაცია აუმაღლა და მაზე დადეფითი გავლენა მოახდინა, რამაც მომავალი ნამუშევრების ხარისხზე იმოქმედა.[13]

მემკვიდრეობა

ალექსა შანტიჩი არის სოფელი სერბეთში, რომელსაც სახელი პოეტის პატივსაცემად ეწოდა. ის ასევე გამოსახულია ბოსნია და ჰერცეგოვინის 10 კონვერტირებადი მარკის ღირებულების ბანკნოტზე.[14] 1920 წელს მოსტარის ახალგარდების კავშირს შანტიჩის სახელი ეწოდა.[15] 1969 წელს მოსტარის მუნიციპალიტეტის ასამბელამ, ალექსა შანტიჩის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად დააარსა ლიტერატურული პრემია „ალექსა შანტიჩი“.[16]

ალექსა შანტიჩის ბიუსტი განთავსებულია კალმეგდანის პარკში, ბელგრადში, სერბეთი.[17]

1980-იანი წლების ფილმი, სახელწოდებით: Moj brat Aleksa (ჩემი ძმა ალექსა) სწოედ პოეტის სამახსოვროდ გადაიღეს.[18]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.