ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, ამიერკავკასიის სფსრ, ასფსრ (1922 წლის 13 დეკემბრამდე იწოდებოდა — ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალური კავშირი; 13 დეკემბერი, 1922 — 5 დეკემბერი, 1936) — ფედერალური მოწყობის საბჭოთა რესპუბლიკა.
სწრაფი ფაქტები
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა რუს. Закавказская Социалистическая Федеративная Советская Республика აზერ. Zaqafqaziya Sovet Federativ Sosialist Respublikası სომხ. Անդրկովկասի Խորհրդային Ֆեդերատիվ Սոցիալիստական Հանրապետություն კავშირი | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი ქართ. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! რუს. Пролетарии всех стран, соединяйтесь! სომხ. Պրոլետարներ բոլոր երկրների, միացե'ք! აზერ. Бүтүн өлкәләрин пролетарлары, бирләшин! | |||||||||
სსრკ ცაკის 1928 წლის გამოცემა | |||||||||
დედაქალაქი | ტფილისი | ||||||||
უდიდესი ქალაქები | ტფილისი, ერივანი, ბაქო | ||||||||
ენა | რუსული ასევე ქართული, სომხური, აზერბაიჯანული | ||||||||
ფულის ერთეული | რუბლი | ||||||||
ფართობი | 186 100 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 5 861.6 ათ. (1926) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
დახურვა
შეიქმნა 1922 წლის 10 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობის გამართვისთანავე, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა ასფსრ-ის კონსტიტუცია. იგი აერთიანებდა სამ საბჭოთა რესპუბლიკას: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს.
1936 წლის 5 დეკემბერს სსრკ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია[1], რის შედეგადაც გაუქმდა ამიერკავკასიის სფსრ, ხოლო მასში შემავალი სამი რესპუბლიკა დამოუკიდებლად შევიდა სსრკ-ის შემადგენლობაში.