არაბული ქვიშის გაზელი
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული ქვიშის გაზელი, არაბული ქვიშის ქურციკი (ლათ. Gazella marica, ყოფილი Gazella subgutturosa marica) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. გავრცელებულია არაბეთისა და სირიის უდაბნოებში. დღეისათვის იზოლირებული პოპულაციები შემორჩა საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ომანში და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, მცირე პოპულაციები აღინიშნება ქუვეითში, ერაყში, იორდანიასა და სირიაში. შეფასებულია, რომ ველურ ბუნებაში ამ სახეობის ინდივიდთა საერთო რაოდენობა 3000-ზე ნაკლებია. გაცილებით მეტია ტყვეობაში, რეზერვებში და გამრავლების პროგრამებში, სავარაუდოდ 100 000-მდე.[1]
არაბული ქვიშის გაზელი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gazella marica (Thomas, 1897) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 8977 | |||||||||||||||
|
ბოლო დრომდე არაბული ქვიშის გაზელი ქურციკის (Gazella subgutturosa) ქვესახეობად ითვლებოდა. 2010 წლის გენეტიკურმა კვლევებმა გამოავლინა, რომ მათ განსხვავებული მოდგმა (გენეალოგია) აქვთ[2] და ამიტომ დღეს ისინი ცალ-ცალკე სახეობებია.[1] სხვა, 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ არაბულ ქვიშის გაზელს ახლო ნათესაური კავშირი აქვს ატლასის (Gazella cuvier) და ქვიშის ქურციკებთან (Gazella leptoceros), შესაძლოა მათი ერთ სახეობაში გაერთიანება.[3]