არკადიოპოლის ბრძოლა (970 წლის მარტი) — ბიზანტიის იმპერიის დაპირისპირება რუსეთის, ბულგარეთის, უნგრეთისა და პეჩენიგების გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ. ბიზანტიის არმიას მეთაურობდა ბარდა სკლიაროსი. წინა წლებში რუსეთის მმართველმა სვიატოსლავმა დაიპყრო, ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილი და ბიზანტიასაც იგივეთი ემუქრებოდა. რუსეთის ძალები თრაკიის გავლით კონსტანტინოპოლისკენ მიიწევდნენ, როცა მას სკლიაროსის ძალები შეხვდნენ. რუსებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, სკლიაროსი მას ჩაუსაფრდა და მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით ჯარს პირველმა შეუტია. ამის შემდეგ ბიზანტიელებმა მტრის გასატყუებლად უკან დაიხიეს და პეჩენიგების კონტიგენტი მახეში შეიტყუეს, სადაც ისინი გაანადგურეს. რუსების არმიამ ბრძოლისას დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დახევისას ბიზანტიელებმა მათი დევნა დაიწყეს. ამ ბრძოლას ბიზანტიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ, ამით დრო მისცეს იმპერატორ ციმისკე I-ს შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. მომდევნო წელს დიდი ლაშქრობა წამოიწყეს და საბოლოოდ დაამარცხეს სვიატოსლავი.
სწრაფი ფაქტები არკადიოპოლის ბრძოლა, თარიღი ...
არკადიოპოლის ბრძოლა |
---|
სვიატოსლავის ბულგარეთში შეჭრის ნაწილი |
არკადიოპოლი ბრძოლა |
თარიღი |
მარტი 970 წელი |
---|
მდებარეობა |
არკადიოპოლისი (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) |
---|
შედეგი |
ბიზანტიელთა გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
10 000-30 000 |
10 000-12 000 |
|
დანაკარგები |
---|
თითქმის მთლიანი არმია |
20-50 |
|
დახურვა