ბარგუზინის ქედი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარგუზინის ქედი (რუს. Баргузинский хребет) — ქედი ბაიკალის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ჩივირკუის ყურიდან მდინარე ზემო ანგარამდე, რუსეთში, ბურიატეთის რესპუბლიკაში.[1] სიგრძე 280 კმ-მდე. საუალო სიმაღლე 2000 მ, მაქსიმალური 2841 მ. აგებულია ზედაპროტეროზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს წვეტიანი კლდოვანი მწვერვალები და ციცაბო, ძნელმისადგომი კალთები. დასავლეთ კალთაზე 1200–1400 მ-მდე განვითარებულია ფიჭვისა და ლარიქსის, სოჭისა და კედრის ტაიგა. ზემოთ მეჩხერი ტყე, ალპური მდელოები და მთის ტუნდრაა, აღმოსავლეთ კალთაზე 1400–1800 მ-მდე ჭარბობს ლარიქსიანი ტაიგა. არის მინერალური წყაროები.[2]
სწრაფი ფაქტები ბარგუზინის ქედი ...
ბარგუზინის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 54°42′ ჩ. გ. 110°24′ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | უსახელი მწვერვალი |
სიმაღლე | 2841 მ |
სიგრძე | 280 კმ |
დახურვა
დამახასიათებელია კონტინენტური ნოტიო ჰავა. დასავლეთ კალთაზე გაშენებულია ბარგუზინის ნაკრძალი.[2]