From Wikipedia, the free encyclopedia
დავიდ ოლატოკუნბო ალაბა (გერმ. David Alaba; დ. 24 ივნისი, 1992; ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი ფეხბურთელი. 2021 წლის ივლისიდან თამაშობს ესპანურ კლუბ „მადრიდის რეალში“[4][5]. არის ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. მას უთამაშია სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ნახევარდაცვაში და თავდასხმაში, მაგრამ 2012 წლის გაზაფხულიდან ასპარეზობს მარცხენა მცველის პოზიციაზე, „ბაიერნის“ მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის გადაწყვეტილებით. 2011-2014 წლებში ზედიზედ ოთხჯერ დასახელდა ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
ალაბა 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავიდ ოლატოკუნბო ალაბა[1] | ||
დაბადების თარიღი | 24 ივნისი, 1992[2] | ||
დაბადების ადგილი | ვენა, ავსტრია | ||
სიმაღლე | 180 სმ[3] | ||
სათამაშო პოზიცია |
ფლანგის მცველი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 4 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2002 | ასპერნი | ||
2002–2008 | აუსტრია ვენა | ||
2008–2009 | ბაიერნი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | ბაიერნი II | 33 | (1) |
2010–2021 | ბაიერნი | 281 | (22) |
2011 | → ჰოფენჰაიმი | 17 | (2) |
2021– | რეალ მადრიდი | 67 | (3) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2009– | ავსტრია | 105 | (15) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 დეკემბერი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 ნოემბერი, 2023 |
2009 წლის ოქტომბერში ალაბა გამოიძახეს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის.[6][7] იმ მატჩში სანაკრებო დებიუტის შედეგად ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ისტორიაში.[8][9]
ალაბა იყო მწვრთნელის ასისტენტი „ბაიერნის“ 11 წლამდელთა გუნდში 2008-2009 წლების სეზონში.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.