დიდი ბაჰამა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ბაჰამა (ინგლ. Grand Bahama) — ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს არქიპელაგის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. წარმოადგენს ქვეყნის ძირითად კუნძულთაგან აშშ-სთან ყველაზე ახლოს მდებარე ტერიტორიას, რომელიც ფლორიდის შტატის სანაპიროდან 90 კილომეტრითაა დაცილებული. დიდი ბაჰამა ქვეყნის სიდიდით მეოთხე კუნძულია დანარჩენ 700 კუნძულსა და 2 400 კეის შორის. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით სიგრძე დაახლოებით 150 კმ-ია, სიგანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კი 20 კმ.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Grand Bahama, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Grand Bahama | |
---|---|
კუნძულის ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 26°39′ ჩ. გ. 78°19′ დ. გ. |
ფართობი | 1 373 კმ² (2) |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ბაჰამის კუნძულები | |
უდიდესი ქალაქი | ფრიპორტი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 51 756[1] (2010) |
სიმჭიდროვე | 37,70 /კმ² |
დახურვა
ადმინისტრაციულად კუნძული იყოფა ფრიპორტის არეალად, აღმოსავლეთ დიდი ბაჰამისა და დასავლეთ დიდი ბაჰამის რაიონებისგან.