ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები)
ბაჰამის კუნძულების სიდიდით მეორე ქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიპორტი (ინგლ. Freeport) — ქალაქი, რაიონი და თავისუფალი სავაჭრო ზონა ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ დიდ ბაჰამაზე. 1955 წელს, დიდი ბაჰამის ხე-ტყით დაინტერესებულ ვირჯინიელ ფინანსისტ უეილას გროუვზს ბაჰამის ხელისუფლებამ არეალის ეკონომიკური განვითარების მანდატით 50 000 აკრი ფიჭვნარი ტერიტორია გადასცა, სადაც ასევე მრავლად იყო ჭაობი და სხვა ტყიანი ადგილები. ამის შემდეგ ფრიპორტმა ზრდა დაიწყო და ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქად იქცა. დღეს ქალაქს ემსახურება დიდი ბაჰამის საერთაშორისო აეროპორტი. მოქმედებს დიდი ბაჰამის პორტის (Grand Bahama Port Authority, GBPA) თავისუფალი სავაჭრო ზონა, რაც 1955 წლის აგვისტოში ხელმოწერილი ჰაუკსბილ-კრიკის ხელშეკრულებით შეიქმნა, რომლის თანახმადაც, ბაჰამის ხელისუფლება დათანხმდა, რომ 2054 წლის 3 აგვისტომდე ფრიპორტის არეალი გადასახადებისგან თავისუფალი იქნება. ზონისთვის გადაცემული ტერიტორია თანდათან 138 000 აკრამდე (526 კმ²) გაიზარდა.[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფრიპორტი Freeport | |||
| |||
ქვეყანა | ბაჰამის კუნძულები | ||
კოორდინატები | 26°31′42″ ჩ. გ. 78°41′47″ დ. გ. | ||
რაიონული საბჭოს თავმჯდომარე | ანიტა დოჰერტი | ||
დაარსდა | 1955 | ||
ფართობი | 558 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||
კლიმატის ტიპი | ტროპიკული | ||
მოსახლეობა | 44 293 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 48 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 242 | ||
ოფიციალური საიტი | http://gbpa.com/home/ | ||