ეკატერინა (ტელესერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკატერინა (რუს. Екатерина) — 2014 წელს გამოსული რუსული ისტორიული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II დიდის ისტორიას, სადაც მის როლს მსახიობი მარინა ალექსანდროვა ასრულებს. სერიალში ნაჩვენებია მთელი ის გზა, რომელიც მან გაიარა ანჰალტის პრინცესა სოფია ფრედერიკადან რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდამდე, რასაც მხოლოდ ქმრის, პეტრე III-ის მკვლელობის შემდეგ მიაღწია.
ეკატერინა | |
---|---|
ჟანრი |
ისტორიული დრამა |
ავტორი | ანტონ ზლატოპოლსკი |
რეჟისორი |
ალექსანდრე ბარანოვი რამილ საბიტოვი დიმიტრი იოსეფოვი |
მონაწილეობენ |
მარინა ალექსანდროვა იულია აუგი ალექსანდრა იაცენკი პავლე ტაბალოვი ვლადიმირ მენშოვი კონსტანტინ ლავრონენკო ალექსანდრე ლაზარევი ნიკოლოზ კოზაკი რინალ მუხამეტოვი სერგეი მარინი არტიომ ალექსეევი იგორ სკლიარი ვლადიმირ იაგლიჩი სერგეი კოლტაკოვი მიხეილ გორევოი სტანისლავ შტრელკოვი ალინა ტომნიკოვა არტურ ივანოვი ანგელინა სტრეჩინა |
კომპოზიტორ(ებ)ი | ნიკოლოზ როსტოვი |
ქვეყანა | რუსეთი |
ენა | რუსული |
სეზონი | 3 |
სერია | 40 |
წარმოება | |
ადგილ(ებ)ი |
სანქტ-პეტერბურგი მოსკოვი ყირიმი პრაღა დიდი ნოვგოროდი |
ხანგრძლივობა | 32-60 წუთი |
ეთერში | 24 ნოემბერი, 2014 — დღემდე |
პირველი სეზონის პრემიერა 2014 წლის 24 ნოემბერს შედგა ტელეარხ რუსეთი-1-ზე[1]. 2017 წლიდან კი მისი გაყიდვა დაიწყო ამაზონზეც, სახელით: „ეკატერინა: ეკატერინე დიდის აღზევება“[2][3]. მეორე სეზონის პრემიერა 2017 წლის 27 თებერვალს შედგა იმავე არხის ეთერში, მისი ამაზონზე გაშვება კი 2018 წლიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო მისი მესამე სეზონის გაშვებაც, რომელიც ეთერში დღემდე გადის.
რეიტინგის მიხედვით იგი მთელს რუსეთის ფედერაციაში ყველაზე პოპულარული სერიალია[4].