უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
ერწოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ფაწისა (ლიახვის მარჯვენა შენაკადი) და ყვირილის სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 1790 მ.
ერწოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′59″ ჩ. გ. 43°46′15″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1790 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
გამავალი გზა | საავტომობილო |
აკავშირებს | შიდა ქართლი — რაჭა |
ამგებელი ქანები | რიფული კირქვა, მერგელი და ბაიოსური პორფირიტი |
ფლორა | წიფელი, არყი, დეკა და სუბალპური მდელო |
უღელტეხილის მიდამოები აგებულია მეზოზოური და მესამეული ინტენსიურად დანაოჭებული მასიური რიფული კირქვებით, მერგელებითა და ბაიოსური პორფირიტებით. შემოსილია სუბალპური მცენარეულობით (წიფელი და არყი; დეკა და სუბალპური მდელოები). ერწოზე გადადის გორი-ონის საავტომობილო გზა. ერწოს უღელტეხილი იკეტება მცირე დროით უხვთოვლიან ზამთარში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.