From Wikipedia, the free encyclopedia
ვერნერ კარლ ჰაიზენბერგი (გერმ. Werner Heisenberg; დ.5 დეკემბერი, 1901, ვიურცბურგი — გ. 1 თებერვალი, 1976,მიუნხენი) — გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკის ერთ-ერთი შემქმნელი. 1923 დაამთავრა მიუნხენის უნივერსიტეტი, სადაც ისმენდა ა. ზომერფელდის ლექციებს. 1923-1927 იყო მ. ბორნის ასისტენტი, 1927-1941 - ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი, 1941-იდან - მაქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი ბერლინსა და გეტინგენში, ხოლო 1955-იდან - მიუნხენში.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ვერნერ ჰაიზენბერგი}} |
1925 ნ. ბორთან ერთად დაამუშავა ე. წ. მატრიცული მექანიკა (კვანტური მექანიკის პირველი ვარიანტი), რომელმაც შასაძლებელი გახადა ჰელიუმის ატომის მახასიათებლების კვანტურ-მექანიკური გამოთვლა. 1927 ჩამოაყალიბა განუზღვრელობის პრინციპი. კვანტური მექანიკის საკითხებზე შექმნილი შრომებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია (1932). დაამუშავა ფერომაგნეტიკების სპონტანური დამაგნიტებისა და გაცვლითი ურთიერთქმედების თეორია. შრომები აქვს ატომბირთვის თეორიის, რელატივისტური კვანტური მექანიკისა და ველის ერთიანი თეორიის საკითხებზე.
1927 წელს, თეორიული ფიზიკის გერმანელმა სპეციალისტმა ვერნერ ჰაინზენბერგმა ჩამოაყალიბა განუზღვრელობის პრინციპი, რომლის თანახმად, ნაწილაკის ტრაექტორიისა და მდებარეობის ერთდროულად დადგენა შეუძლებელია.1935 წელს ავსტრიელმა ფიზიკოსმა ერვინ შრედინგერმა კვანტური მექანიკის სირთულის საილუსტრაციოდ თავისი ცნობილი აზრობრივი ექსპერიმენტი, სახელად "შრედინგერის კატა", ჩაატარა. აღნიშნული ექსპერიმენტის თანახმად, ატომი შესაძლოა ორ მდგომარეობაში არსებობდეს,სანამ მასზე დაკვირვება არ მოხდება. ასე რომ, მხოლოდ დაკვირვების შედეგად უნდა განისაზღვროს დაშლილია ატომი თუ დაუშლელი.შრედინგერის ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა:ჰერმეტულად დახურულ ყუთში მოთავსებულია კატა. ამავე ყუთში არის მექანიზმი რადიოაქტიური ბირთვით, რადიაციის დეტექტორით და მომწამლავი გაზით ავსებული ჭურჭელი.ექსპერიმენტის პარამეტრები ისეთნაირადაა შერჩეული, რომ 50/50-ზეა ალბათობა იმისა, რომ რადიოაქტიური ბირთვი 1 საათში დაიშლება.თუ ბირთვი დაიშალა, მექანიზმის ამუშავება მოხდება, რომელიც ჭურჭელს გატეხს და კატაც მომწამლავი ნივთიერების ზემოქმედების შედეგად მოკვდება. კვანტური მექანიკის თანახმად, თუ ბირთვზე დაკვირვება არ ხდება, მაშინ მისი მდგომარეობა ორი მდგომარეობის შერევით, ანუ სუპერ პოზიციით აღიწერება. შრსაბამისად, ყუთში მყოფი კატა ერთდროულად ცხოვდლიცაა და მკვდარიც. თუ ყუთი გახსნილია, მაშინ ექსპერიმენტატორი რომელიმე ერთ კონკრეტულ მდგომარეობას დაინახავს- ბირთვი დაიშალა და კატა მკვდარია, ან ბირთვი არ დაშლილა, კატა კი ცოცხალია.
გერმანელმა ფიზიკოსმა დიტერ ცეხმა "შვედინგერის კატის" პარადოქსში დაგებული მახე 1970 წელს აღმოაჩინა. ნახევრად ცოცხალი და ნახევრად მკვდარი კატის არსებობის ალბათობა შესაძლებელია, ვინაიდან კატა ტრილიონობით ატომისგან შედგება. მაგრამ კატის გასანადგურებლად მასთან ჰაერის მოლეკულის დაჯახებაც კი საკმარისი იქნებოდა. ამ ნახევრად მკვდარ კატას, რომელიც ცოცხალი დარჩებოდა და მეორე,მკვდარ კატას ერთმანეთთან კავშირი არანაირად არ ექნებოდათ. ორივე მდგომარეობაში ერთობლივად ყოფნა ატომთან მცირე ჯგუფისთვის ან ერთი ატომისთვის შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ თითქმის შეუძლებელი ატომთა იმ უზომოდ დიდი რაოდენობისთვის, რასაც კატა წარმოადგენს.უდრო მოგვიანებით, არაერთი ფიზიკოსი ორ პარალელურ ორი კატის არსებობის თეორიას შეეწინააღმდეგა.1965 წლის ნობელის პრემიის ლაურეანტი ფიზიკის დარგში, ამერიკელი რიჩარდ ფეიმანი აცხადებდა, რომ "არავის ესმის კვანტური მექანიკა"და მისი ეფექტების ახსნაც "სრულიად შესაძლებელია" ადამიანის გამოცდილების საფუძველზე.ამ მეცნიერმა, რომელმაც კვანტური ელექტრო დინამიკის ახალი თეორია განავითარა, რათა ნაწილაკების მოძრაობის კუთხით ელექტრო მაგნიტური ველები აღწერა, აღიარა: როდესაც ფიზიკოსები ატომის ქცევას აკვირდებიან, უკეთეს შემთხვევაში, ალბათობის საფუძველზე დამყარებულ პროგნოზებს აკეთებენ. მიზეზს -შედეგობრივ ასპექტებს შეჩვეული ფიზიკოსებისთვის კვანტური მექანიკა ნამდვილი იმედგაცრუებაა,მაგრამ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს გარემოში მიმდინარე თითქმის ყველა ფიზიკურ და ქიმიურ რეაქციებში. დღესდღეობით ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიცაა ჩვენ მიერ ხილული მაკროსკოპული სამყაროს, ნიუტონისეული ტრადიციული მექანიკისა და ჩვენ მიერ უხილავი კვანტური მექანიკის კომბინირება.მიუხედავად ამისა, მათ ერთობლიობას ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაში ვხედავთ: ლაზერი, მიკროსკოპები, ნახევარგამტარები,ზეგამტარები ან ნანოელექტრონიკა. ინფორმაციის ერაში(კომპიუტერები,მობილური ტელეფონები)კვანტური მექანიკა საკომუნიკაციო სისტემებში წყალქვეშა სინათლის ნაკადისა და ოპტიკური ბოჭკოს განვითარებისას გამოიყენება.ახალი ზეგამტარი მასალები მედიცინის სფეროშიც(სკანერი და სხვა მაღალი გარჩევის სამედიცინო ინსტრუმენტები), ბირთვულ კვლევებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებში გხვდება.
თარგი:Nobel Prize in Physics Laureates 1926-1950 თარგი:1932 Nobel Prize winners
თარგი:Use dmy dates
{refbegin|60em}}
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.