კიევის კამპანია — სამხედრო მოქმედებათა თეატრი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო დედაქალაქ კიევსა და მიმდებარე ოლქზე კონტროლის აღება. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ოლქში შეიჭრნენ, მათთან ბრძოლაში ჩაებნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები.[46][47] ოლქის ტერიტორიაზეა განთავსებული უკრაინის სამხედრო სარდლობა და მთავრობა.[48]
|
ეს სტატია კიევის დაუფლებისათვის წარმოებულ სამხედრო კამპანიას ეხება. საკუთრივ კიევში გამართული ბრძოლების შესახებ იხილეთ კიევის ბრძოლა (2022). |
სწრაფი ფაქტები კიევისათვის კამპანია, თარიღი ...
დახურვა
კიევის ალყაში მოქცევის სტრატეგიის ფარგლებში რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს ბუჩა, ჰოსტომელი და ვორზელი.[49][50] ირპინზე კონტროლისათვის ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა.[51] 29 მარტს რუსეთმა კიევის ოლქიდან ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა.[52] უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, მათ ოლქზე სრული კონტროლი 2 აპრილს აღადგინეს.[53][54]