From Wikipedia, the free encyclopedia
კიმ ჩენ ინი (კორ. 김정은, კორეული წაკითხვით - კიმ ჯონგ ინი; დ. 8 იანვარი, 1982, 1983 ან 1984, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის შვილიშვილი და კიმ ჩენ ირის შვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმი, ხოლო სახელი — ჩენ ინი. |
კიმ ჩენ ინი | |
---|---|
კორ. 김정은 კორ. 金正恩 | |
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1984[1] [2] [3] (40 წლის), 8 იანვარი, 1983 (41 წლის) ან 8 იანვარი, 1982 (42 წლის) |
დაბადების ადგილი | ფხენიანი |
მოქალაქეობა | ჩრდილოეთი კორეა |
განათლება | კიმ ირ სენის უნივერსიტეტი, კიმ ირ სენის სამხედრო უნივერსიტეტი და Liebefeld-Steinhölzli State School[4] |
მამა | კიმ ჩენ ირი |
დედა | Ko Yong-hui |
მეუღლე/ები | Ri Sol-ju |
შვილ(ებ)ი | Kim Ju-ae და Kim Jong-ju |
ჯილდოები | Jubilee Medal "75 Years of Victory in the Great Patriotic War 1941–1945"[5] , Time 100[6] , Time 100[7] , Time 100[8] , Time 100[9] და Time 100[10] |
დაიბადა 1982, 1983 ან 1984 წელს (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა[11][12][13]). იგი არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა ბერნის საერთაშორისო სკოლაში[14]. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში.
ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინისა და მისი ოჯახის წევრების მმართველობის ქვეშ წარმოადგენს დიქტატურას, სადაც არ არსებობს თავისუფალი არჩევნები, ხელისუფლების ოპონენტები იდევნებიან, პრესა და ინტერნეტი სრულიად დაქვემდებარებულია რეჟიმს და არ არსებობს რელიგიის თავისუფლება.[15][16][17][18][19][20] ჩრდილოეთ კორეაში არსებობს გულაგის ტიპის ციხეები და ბანაკები, რომლებშიც მილიონობით ადამიანი არის დატყვევებული და მოკლული. რეჟიმი აქტიურად იყენებს პოლიტიკური პატიმრებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის მეთოდებს, როდესაც ერთი ადამიანის დანაშაულისთვის ისჯება მისი ოჯახი და მეგობრები.[15] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კიმის რეჟიმის პირობებში ჩრდილოეთკორეელები არიან „ადამიანის უფლებების სისტემატური, ფართოდ გავრცელებული და ყოვლისმომცველი დარღვევის მსხვერპლები“, ხოლო რეჟიმი ცდილობს „მისი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტის დამორჩილებასა და მათ შინაგან ტერორს ახორციელებს“.[15][21]
სახელმწიფოს მიერ დაფუძებული და კონტროლირებადი კომპანიებისა და უცხოელებთან ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით რეჟიმი სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას.[22] ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კიმ ჩენ ინის ბრძანებით მოკლეს არაერთი ჩრდილოეთკორეელი თანამდებობის პირი, ასევე მას აკისრებენ პასუხისმგებლობას მალაიზიაში მისი ნახევრად ძმის, კიმ ჯონგ ნამის მკვლელობაზე. 2014 წლიდან კიმი რამდენჯერმე ქრება საჯარო ცხოვრებიდან ერთკვირიანი პერიოდით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.