კიმ ჩენ ირი

From Wikipedia, the free encyclopedia

კიმ ჩენ ირი
Remove ads

კიმ ჩენ ირი (კორ. 김정일, კიმ ჯონგ ილი) (დ. 16 თებერვალი, 1941, პრიმორიეს მხარე, რუსეთის სფსრ, სსრკ — გ. 17 დეკემბერი, 2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმი, ხოლო სახელი — ჩენ ირი.
სწრაფი ფაქტები კიმ ჩენ ირი, დაბადების თარიღი ...

იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.

2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა.[17] იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი“.[18] მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე.[19] 2010 წელს ჟურნალ ფორბსის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა.[20] 2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ.[21]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads