კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში (2011–დღემდე) — სუდანის სამხრეთით კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში მიმდინარე კონფლიქტი. დაპირისპირებული მხარეებია ერთი მხრივ სუდანის არმია, ხოლო მეორე მხრივ: სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა და სუდანის განმათავისუფლებელი არმია. 2005 წელს სუდანის მეორე სამოქალაქო ომის ნაივაშის შეთანხმებით დასრულების შემდგომ 2011 წელს სამხრეთ კორდოფანში სუდანის და განმათავისუფლებელ არმიებს შორის ბრძოლები ისევ დაიწყო. დაპირისპირება ცისფერი ნილოსის შტატშიც გავრცელდა. კონფლიქტი დაკავშირებულია დარფურის ომთან. 2011 წელს განმათავისუფლებელმა ფრონტმა კავშირი დაამყარა დარფურელ აჯანყებულებთან.[8]
2014 წლის ოქტომბრისთვის ომმა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დააზარალა. დაახლოებით 500 000 იქცა ლტოლვილად, ხოლო 250 000 გადავიდა სამხრეთ სუდანში ან ეთიოპიაში.[9][10] 2015 წლის იანვრიდან ბრძოლები გააქტიურდა, რადგან ომარ ალ-ბაშირის მთავრობა ცდილობს მოიპოვოს კონტროლი აჯანყებულების ტერიტორიებზე და ემზადება აპრილში არჩევნების ჩასატარებლად.[11][12]