დარფურის კონფლიქტი
From Wikipedia, the free encyclopedia
დარფურის კონფლიქტი — ეთნიკური კონფლიქტი სუდანში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.
დარფურის კონფლიქტი | |||
---|---|---|---|
დარფურელი ლტოლვილების ბანაკი ჩადში | |||
თარიღი | 2003–2009[1]/2010[2] | ||
მდებარეობა | დარფურის რეგიონი | ||
შედეგი | ჰუმანიტარული კატასტროფა (დაიღუპა დაახლ 200-400 ათ. კაცი; 2,5 მლნ. დევნილი); დაიწყო ჩადის სამოქალაქო ომი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ომი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დარფურის კონფლიქტი ვიკისაწყობში |
არაბთა შეიარაღებული დანაყოფების მიერ ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის, ფურის ტომის, გენოციდის გამო 2003 წელს რეგიონში განვითარდა ჰუმანიტარული კატასტროფა და შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. 2007 წელს დაიწყო აფრიკის კავშირისა და გაეროს ერთობლივი ოპერაცია.
2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, რა სურდათ მათ, დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.
2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის.[4]