კრესტოვსკის სტადიონი
სტადიონი რუსეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
კრესტოვსკის სტადიონი[2] (რუს. стадион „Крестовский“; ოფიციალურად - სანქტ-პეტერბურგის სტადიონი[3][4][5][6][7], აგრეთვე ზენიტ არენა) — მრავალფუნქციური სტადიონი რუსეთში. მდებარეობს კრესტოვსკის კუნძულზე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.
სანქტ-პეტერბურგის სტადიონი ზენიტ არენა | |
---|---|
კრესტოვსკის სტადიონი სანქტ-პეტერბურგში | |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
კოორდინატები | 59°58′22″ ჩ. გ. 30°13′13″ ა. გ. |
აშენდა | 2017 (2017) |
გაიხსნა | 2017 (2017) |
მესაკუთრე | სანქტ-პეტერბურგის მთავრობა |
ოპერატორი | „ზენიტ არენა“ (ს.კ. „ზენიტის“ შვილობილი საზოგადოება) |
საფარი | ბალახი |
კონსტრუქციის ღირებულება | 43 მილიარდი რუბლი ($ 1 მილიარდი)[1] |
ტევადობა |
56 196 68 172 (მსოფლიო ჩემპიონატზე) 80 000 (თეატრალურ-საკონცერტო ღონისძიებებზე) |
გუნდები | |
ზენიტი |
სტადიონის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. თავდაპირველი ვარაუდით სტადიონის მშენებლობაზე 6,7 მილიარდი რუბლი უნდა დახარჯულიყო, თუმცა საბოლოოდ ეს თანხა 48 მილიარდამდე გაიზარდა[8]. 2017 წელს სტადიონმა კონფედერაციის თასის მატჩებს უმასპინძლა[9], 2018 წელს მასზე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 7 შეხვედრა გაიმართება[10], ხოლო 2020 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
2018 წლის 15 თებერვალს „ზენიტმა“ და ქალაქის მთავრობამ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც 49 წლის ვადით კრესტოვსკის სტადიონის საფეხბურთო კლუბ ზენტისთვის გადაცემას ითვალისწინებს[11].